Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30
31

პრეზიდენტ სანდუს ცნობით, რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეაღწია

0

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. სანდუს ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის დროს რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.

პრეზიდენტმა სანდუმ სოციალურ ქსელ Х-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ როცა მოლდოვა და უკრაინა შობას ზეიმობენ, კრემლი ნგრევას ირჩევს, მიზანში იღებს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას და რაკეტით არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს.

სანდუს თანახმად, მოლდოვა გმობს ამ ფაქტებს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

მაია სანდუ მოლდოვის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის შეღწევის დეტალებს არ აკონკრეტებს.

უკრაინული წყაროების თანახმად, ვინიცის ოლქის გავლით რუსულმა რაკეტამ მოლდოვისა და რუმინეთის ტერიტორიებზე 140 კილომეტრზე იფრინა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტის შეღწევა უარყო.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მორიგი მასირებული შეტევა დღეს, 25 დეკემბერს, მიიტანეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინმა მასირებული იერიში საგანგებოდ დაამთხვია შობის დღესასწაულს.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა გამოიყენა 70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი, მთავარი სამიზნე კი ენერგეტიკა იყო.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

По стопам Синнера и Алькараса: молодёжный Итоговый турнир ATP выиграл 18-летний бразилец






Из Нижнего Новгорода будет летать меньше рейсов с сегодняшнего дня

Стартовали продажи квартир во 2-м корпусе мультиквартала CITYZEN

Разработки инженера и предпринимателя Андрея Орловского улучшили жизнь тысяч граждан

Робота-«Терминатора» испытают в реальных условиях