თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ გაუქმებულია ბაქოდან ჩეჩნეთში მიმავალი რეისები
ვიცე-პრემიერის, ყანათ ბოზუმბაევის თქმით, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი, 29 პირს აქვს საშუალო და მძიმე დაზიანებები, მათ შორის დამწვრობები. გადარჩენილი მგზავრები საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულებს შორის სულ მცირე ორი ბავშვია, 11 ადამიანი ინტენსიური მოვლის განყოფილებაშია მოთავსებული.
კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ვრცელდება ცნობები ძლიერი ნისლის, ან ფრინველთან შესაძლო შეჯახების შესახებ. აზერბაიჯანის და ყაზახეთის შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება დაიწყეს.
აზერბაიჯანის ავიახაზების განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობის ფონზე გაუქმებულია ბაქოდან ჩეჩნეთში მიმავალი ყველა რეისი გაუქმებულია.