Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30
31

წყაროები: აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვა იყო

0
აზერბაიჯანის ავიახაზების AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც 25 დეკემბერს კატასტროფა განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან, ჩამოვარდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად, აცხადებენ მედიასაშუალებები ბაქოში წყაროებზე დაყრდნობით.


Reuters-ის სააგენტო ეყრდნობა ოთხ წყაროს, რომლებიც დაკავშირებული არიან გამოძიებასთან.


ავიაკატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა, გადარჩა 29 პირი. სამგზავრო თვითმფრინავი, Embraer-ი, რომელიც ბაქოდან გამოფრინდა, ჩამოვარდა მას მერე, რაც დანიშნულების აეროპორტში, გროზნოში, ვერ მოახერხა დაჯდომა და კასპიის ზღვის გადაღმა, ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტისკენ აიღო გეზი.


რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვა ბოლო თვეებში არაერთხელ გააქტიურებულა რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ჩეჩნეთში, რათა მოეგერიებინა უკრაინის დრონების თავდასხმა.


Reuters-ის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას არ აუხსნია, რატომ დასჭირდა თვითმფრინავს, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, გაევლო ასეულობით კილომეტრი კასპიის ზღვის გაღმა აქტაუსკენ. იმ ადგილიდან, სადაც თვითმფრინავმა გეზის შეცვალა დაიწყო, აქტაუზე ბევრად მცირე მანძილზე რუსეთის რამდენიმე აეროპორტი იმყოფება.


თავიდან გროზნოს აეროპორტის სამსახურებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი წარმართეს მახაჭყალისკენ, შემდეგ კი აქტაუს მიმართულებით. როსავიაციის თავდაპირველი ვერსიით, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი შეიძლებოდა შესჯახებოდა ფრინველების გუნდსაც და მფრინავმა გადაწყვიტა, სათადარიგო აეროპორტისკენ - ამ შემთხვევაში აქტაუსკენ, გაფრენილიყო.


Euronews-ი 26 დეკემბერს, აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ მათ დაადასტურეს კატასტროფის ის ვერსია, რომელიც რუსეთის საჰაერო თავდაცვის ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტის გაშვებას უკავშირდება.


ინტერნეტით გავრცელებულ კადრებში ჩანს თვითმფრინავის ბოლო, რომელსაც აქვს სხვადასხვა ზომის, ასეულობით სავარაუდოდ, რაკეტის ნამსხვრევებით მიყენებული ხვრელი. ამის გამო გამოითქვა ვერსია, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ანტისაჰაერო ძალებმა დააზიანეს.


აზერბაიჯანის და ყაზახეთის წარმომადგენლებმა გამოძიება დაიწყეს კატასტროფის მიზეზის დასადგენად. იუწყებიან, რომ კატასტროფის ადგილზე აღმოჩენილია პილოტების კაბინის ჩანაწერი.


ბორტზე მყოფებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის 42, რუსეთის - 16, ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე.


25 დეკემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Юлия Путинцева

Путинцева откровенно высказалась о России






Москва обновила 1000 дворов на средства от платных парковок в 2024 году

Из Адыгеи отправили 300 писем со словами поддержки для бойцов СВО

FlyDubai отменила все рейсы из двух городов России - для четырех тысяч туристов это беда

Допэкипировка. Медиахолдинг поддержал волонтёров на черноморском побережье