რა უნდოდა კობახიძეს ირანში?.. გხედავთ! ამერიკას ვერ გააცურებთ - ჯო უილსონი
"რა უნდოდა კობახიძეს ირანში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებთან ერთად სულ რამდენიმე თვის წინ? იმავე ტერორისტებთან, რომლებიც ცდილობდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველდღე ითხოვენ ამერიკის სიკვდილს? გხედავთ! ამერიკას ვერ გააცურებთ“, - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ირანში ადრინდელი ვიზიტის გამო აკრიტიკებს, ასევე აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი (კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი კოკუსი, RSC).
„ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა არცერთი ცენტი პრო-ირანულ დიქტატორებს!“, - წერს „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი“ პლატფორმა X-ზე.