ოპოზიციურ პარტიებს შორის ახალმა დაპირისპირებამ იჩინა თავი. ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ზუგდიდსა და ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებაში მიიღეს მონაწილეობა; ხოლო შემდეგ, მწვავე კამათი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების თემასაც მოჰყვა.