Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024

შვილის ლიკვიდიაციით დამემუქრნენ, ხარებას მოადგილე ფიზიკურად დამიპირისპირდა - გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი

0
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი თანამდებობის დატოვების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ეს კი საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ქვეყნის დატოვებაზე ეფიქრა.


მუქარის გარდა, გდდ-ს ოპერატიული დაგეგმის სამმართველოს ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილის იგივე ხარებას მოადგილის, მირზა კეზევაძის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც ჰყვება.


ირაკლი შაიშმელაშვილთან ინტერვიუ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ იქამდე ჩაწერა, სანამ ის ოჯახთან ერთად საქართველოს დატოვებდა და აშშ-ში გაემგზავრებოდა. 


„ბოლო მოვლენები იყო ჩემთვის ე.წ. წყალგამყოფი, ამას ვერც ფიზიკურად, ვერც ემოციურად და ვერც მორალურად ვერ გავუძელი ამიტომ ვთხოვე ხელმძღვანელობას, რომ დავწერდი პატაკს. ოჯახური პირობების გამო წავიდოდი სამსახურიდან -  სტანდარტული ტექსტია - ვესაუბრე უშუალო ხელმძღვანელს( ხარებას - რ.თ.) და მინისტრის მოადგილესაც. 


დეპარტამენტში კურატორ მოადგილეს ვუთხარი და მართლა ასეა, რომ ჯანმრთელობის სეროიზული პრობლემები მაქვს, სამსახურმა მთლიანად დაანგრია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვფიქრობდი სამოქალაქოში წასვლას. იყო საუბარი, რომ ეს ღალატის ტოლფასი იყო, მინისტრის მოადგილემ მკითხა ამ პროცესების გამო მიდიხარო? და დავუდასტურე. გაგრძელებდა მოჰყვა ძალიან ცუდი - ფიზიკური ანგარიშსწორების, ლიკვიდაციის მუქარა", - თქვა შაიშმელაშვილმა. 


ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო ეს მხოლოდ მუქარა, თუ სისრულეშიც მოიყვანეს, შაიშმელაშვილმა უპასუხა: „ჩხუბი მომივიდა, იყო ფიზიკური თავდასხმა.


ბოლო დღეს, როცა წამოსვლას ვაპირებდი, უკვე ჩაბარებული მქონდა ყველაფერი, გასაღები, აიდი, მანქანა,  ერთ-ერთი მოადგილე შემოვიდა ხარებასი და სცადა პროვოცირება. მირზასთან ( მირზა კეზევაძე - რ.თ.) მომივიდა მე კომფლიქტი. მირზამ უთხრა მილერის ( მილერი ლაგაზაური - რ.თ.), რომ მოგატყუაო. 


არ ვიცი სად მოვატყუე. მე დავუფიქსირე, რომ ეს პროცესები ჩემზე გავლენას ახდენს, ის რომ შვილების ტოლა ბავშვებს ქუჩაში სცემენ და ამის მონაწილე ვარ, აღარ მინდა აქ მუშაობა.  მოღალატეო და შეურაცხყოფები იყო მას შემდეგ, რაც წასვლის მიზეზი ვუთხარი, ვიჩხუბეთ". 


ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, ამის შემდეგ მუქარის შემცველი ტექსტებით ურეკავდნენ: 


„მეც და ჩემს ოჯახის წევრებსაც მემუქრებოდნენ ლიკვიდაციაზე, რომ ყველაფერი შეუძლიათ“, - ამბობს შაიშმელაშვილი. 


გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განცხადება დაწერა, შსს-მ პატაკი გააჩერა და მის წინააღმდეგ გენინსპექციას გაცდენების მოტივით მიმართა, რასაც დისციპლინურ გადაცდომათ თვლიან. შაიშმელაშვილის თქმით, გენინსპექციაში მივიდა და უწყების წარმომადგენლებს მირზა კეზევაძის მხრიდან ანგარიშსწორებაზე მოუყვა, თუმცა უთხრეს „მაგ საქმეს არ ვიკვლევთო". 


„ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ის რომ სახლში შემოვიდოდნენ, მე არ ვიცი ხვალ რომ წავალ მომიწევს უკან დაბრუნება, მე ამის გარანტია არ მაქვს, ძალიან ძნელია ეს ყველაფერი. სამოქალაქო ცხოვრებაში სხვა ცხოვრებით ცხოვრობს ხალხი ძალოვან სტრუქტურაში რთულია. ჩვენ ამის მიღმა არაფერი ვიცით", - თქვა შაიშმელაშვილმა. ის აშშ-ში მეორე დღეს გაემგზავრა. 


„რადიო თავისუფლება“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა და დაინტერესდა უპასუხებს თუ არა უწყება მისი ყოფილი წარმომადგენლის ბრალდებებს. სტატია შსს-დან პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება. 




 


ირაკლი შაიშმელაშვილმა 26 დეკემბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტო და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში.


ირაკლი შაიშმელაშვილმა სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა, პატაკში კი მიზეზად „ოჯახური პირობები“ დაასახელა.


პატაკი, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება, მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა და პოსტად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.


30 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.


28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის დარბევისას და დაშლისას 400-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Гонконг (ATP). 2-й круг. Хачанов сыграет с Нисикори, Фис – с Бергсом, Норри – с Сонего






Танцуют все: главные хиты комедии «Иван Васильевич меняет профессию»

Количество социальных рейсов на Дальнем Востоке увеличится почти в два раза

Дрессировщицы змей: от удава до королевского питона

«Балда пешкән кабырга, күркә ите». Саран хуҗабикә бәйрәмгә килгән туганнарын агулаган