Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024

100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯიმი კარტერი - აშშ-ის ექსპრეზიდენტი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი

0
100 წლის ასაკში, ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში, თავის სახლში გარდაიცვალა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი. ამ ცნობას 29 დეკემბერს სოციალური მედიით ავრცელებს კარტერის ფონდი.


ჯიმი კარტერი - წარსულში მიწის თხილის ფერმერი - ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ამერიკელ ხალხს არასოდეს მოატყუებდა. კარტერი პრეზიდენტი იყო 1977-დან 1981 წლამდე,  მისი პრეზიდენტობის წლებს იხსენებენ ღირსების დაბრუნების ძალისხმევად თეთრი სახლისთვის, უოტერგეიტის სკანდალის და ვიეტნამის ომის შემდეგ.


კარტერის პრეზიდენტობისას მოხდა ირანში აშშ-ის მძევალთა 444-დღიანი კრიზისი, აშშ-ში იყო ეკონომიკური პრობლემები, რამაც ხელი შეუწყო 1980 წელს რონალდ რეიგანის დიდი უპირატესობით გამარჯვებას. არჩევნებში დამარცხების შემდეგ კარტერი გახდა ადამიანის უფლებების, მშვიდობის, დემოკრატიის და გარემოს დამცველი გლობალურ ასპარეზზე, მას იცნობდნენ აშშ-ის პირველ ლიდერად, რომელიც სერიოზულად მოეკიდა კლიმატის ცვლილებების პრობლემას. ამ ძალისხმევისთვის კარტერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.


კარტერმა თავისი მეასე დაბადების დღე 2024 წლის ოქტომბერში აღნიშნა. მას კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და ბოლო 19 თვე პალიატიური ზრუნვის პირობებში იყო.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Брисбен (ATP). 2-й круг. Димитров поборется с Вукичем, Лехечка – с Нишиокой






Один человек погиб в пожаре в многоэтажке на юге Москвы

Царь ненастоящий! Старожилы рассказывают об особой атмосфере в доме Шурика

Пользователи Telegram пожаловались на сбои в работе мессенджера

Достройка оранжереи в Главном ботаническом саду Москвы: решение найдено