Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024

რუსეთის ძალები იუწყებიან პოკროვსკის არეალში დასახლების დაკავებაზე

0
რუსეთმა 29 დეკემბ ერს გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი დასახლება დაიკავა უკრაინის დონეცკის რეგიონში, იმ ფონზე, როცა ის განაგრძობს ხანგრძლივ და სისხლიან სვლას სტრატეგიული, თუმცა თითქმის განადგურებული სამხრეთის ლოგისტიკური ცენტრისკენ - პოკროვსკისკენ.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა ძალებმა დაიკავეს ნოვოტროიცკოეს დასახლება - რომელიც 16 კილომეტრითაა დაშორებული პოკროვსკისგან და რომელსაც ომამდე 6300-მდე მოსახლე ჰყავდა.


უკრაინის არმიას კონკრეტულად ნოვოტროიცკოეს შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა თქვა, რომ რუსეთის ძალებმა 29 დეკემბერს, ადგილობრივი დროით საღამოს 4 სააათისთვის 133 შეტევა განახორციელეს  უკრაინის ძალების წინააღმდეგ. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პოკროვსკის არეალში.


ბრიტანეთის დაზვერვა 15 დეკემბერს აცხადებდა, რომ რუსეთის ძალებს წინსვლა აქვთ პოკროვსკიდან სამხრეთით, თუმცა ბუნდოვანია რა იქნება კრემლის ძალების შემდეგი ნაბიჯები.


აშშ-ში განთავსებული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) ადგილზე მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის არმიას 10 კილომეტრი აშორებს სასაზღვრო ზოლს დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებს შორის. 


"[რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ] პუტინი შესაძლოა ზეწოლას ახორციელებდეს რუსეთის არმიის სარდლობაზე, საზღვრისკენ წინსვლის ბრძანებით, ამ პერიოდში პოკროვსკის დაფარვის გარეშე" - ვკითხულობთ ინსტიტუტის ანგარიშში.


მძიმე შეტაკებების შესახებ ცნობები ვრცელდება რუსეთის კურსკის რეგიონიდანაც, სადაც უკრაინის ძალები იბრძვიან მიმდინარე წელს დაკავებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Возрождение Овечкина, четыре титула в PFL, неудачи Большунова и Медведева: главные события 2024 года в российском спорте






Трамп сообщил, что посетит похороны Картера

Новый год, новая прибавка. Зарплаты российских бюджетников выросли на 13,2%

Набитая пиротехникой машина заискрилась после ДТП в Красногорске