მსხვერპლი მოჰყვა ახალი წლის ღამით რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშს
ტკაჩენკო აცხადებს, რომ სამაშველო ოპერაცია კვლავაც გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ორსული ქალი - იუწყება გენერალური პროკურატურის ოფისი. ორი დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დრონის ნამსხვრევები დაეცა დაუსახლებელ სახლზეც, ხოლო ერთ-ერთი დასახლებული სახლის ბინაში ხანძარი მოხდა.
ასევე იუწყებიან, რომ იერიშის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა პეჩერსკის რაიონში მდებარე ეროვნული ბანკის შენობის სახურავს. ხანძარი ჩააქრეს. შენობა მდებარეობს სამთავრობო კვარტალში, მას ასობით მეტრი აშორებს პრეზიდენტის ოფისს.
უკრაინაზე რუსეთის დრონების მორიგი შეტევა დაიწყო ახალი წლის პირველივე საათებში. უკრაინის არმიის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა 111 დრონით, მათგან 63 ჩამოგდებულ იქნა, 46-ის ადგილმდებარეობის მონაცემი დაკარგულია. ორი დრონი რუსეთისკენ და ბელარუსისკენ გაფრინდა.