სროლის შედეგად მონტენეგროში 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ეჭვმიტანილმა, აცო მარტინოვიჩმა თავი მოიკლა. გამომძიებლების თქმით, თავდამსხმელმა ოთხი ადამიანი მოკლა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში, შემდეგ კი სხვა ადგილებში-სხვა ადამიანები, მათ შორის მისი ოჯახის წევრები, დახოცა.
კიდევ 4 დაჭრილი, ექიმების ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაშია.
პოლიციის განცხადებაში განმარტებულია, რომ ინციდენტი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის კონფლიქტებს არ უკავშირდება. 2005 წელს მარტინოვიჩს ერთი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს ხულიგნობისთვის. 2022 წელს მარტინოვიჩის მფლობელობაში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს. ამისთვის მას სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მონტენეგროს მთავრობამ ცეტინეში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 2, 3 და 4 იანვარს სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. გაუქმდა საახალწლო კონცერტები პოდგორიცაში, ბუდვასა და კოტორში.