Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მაიკ ჯონსონი ხელახლა აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად

0
პარასკევს აშშ-ში მუშაობას იწყებს ახალი მოწვევის კონგრესი, ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, რომლის არჩევნები ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა. ორივე პალატას რესპუბლიკური პარტია გააკონტროლებს.


ზედა პალატის, სენატის ახალ შემადგენლობაში რესპუბლიკელებს 100-დან 53 ადგილი აქვთ. უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს ჯონ ტუნი, 63 წლის წარმომადგენელი სამხრეთ დაკოტადან. კონსტიტუციის თანახმად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი არის პალატის თავმჯდომარე. დემოკრატი კამალა ჰარისი ამ როლს რამდენიმე დღის განმავლობაში შეასრულებს, მოგვიანებით კი მას რესპუბლიკელი ჯეი დი ვენსი შეცვლის.


"ამერიკის ხმის" თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელებს 219 ადგილიანი უმრავლესობა აქვთ დემოკრატების 215-ის წინააღმდეგ, ცენტრალური მოვლენა სპიკერის არჩევა გახდა.


კენჭისყრის შედეგად რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა შეინარჩუნა სპიკერის პოსტი. მაგრამ მას შეეძლო თანამდებობდა დაეკარგა დეკემბერში დემოკრატებთან მიღწეული იმ შეთანხმების გამო, რომელიც მთავრობის დაფინანსებას შეეხებოდა. საკმარისი იყო რამდენიმე რესპუბლიკელის მიერ მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მიცემული ხმა, რომ ჯონსონი ხელახლა არ არ ერჩიათ. ამ სირთულის მიუხედავად, მან მოიპოვა მხარდამჭერთა საჭირო 218 ხმა.


ჯონსონის მხარდასაჭერად გამოვიდა არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც მას უწოდა "კარგი, შრომისმოყვარე კაცი." ჯონსონმა პარასკევს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტრამპის ეს მხარდაჭერა მას ხელახლა არჩევაში დაეხმარება, - იუწყება ტელეკომპანია CNN-ი.


იანვარში კონგრესის ორივე პალატა გამართავს ერთობლივ შეხვედრას, რათა დაამტკიცოს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვება. ახალი პრეზიდენტისა და კონგრესის პირველი 100 დღე ტრადიციულად საარჩევნო კამპანიის დროს დაპირებული ძირითადი კანონპროექტების წარდგენის დროდ ითვლება.


მოელიან, რომ 119-ე მოწვევის კონგრესის პირველ სამუშაო დღეს, 3 იანვარს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“ და პირველად წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტს“.


ეს ინფორმაცია 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს ჟურნალისტებს კონგრესმენებმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა.

 






 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Рафаэль Надаль

«Даже не цирк, а позор». Лучший теннисист Казахстана раскритиковал Рафаэля Надаля






Вице-спикер Словакии обсуждает с Россией энергетическое сотрудничество

Огнеборцы в ходе тушения пожара в Новой Москве обнаружили тело погибшего

Подарки на миллионы: юрист Хаминский о налогах на недвижимость и акции

"ИИСУС ИЗ УСБ": "Z" И "АЗ" В НЛП СВО. ДОКЛАД: НАРКOТИКАМ ИЗ КОСМОСА НУЖНО ПРОТИВОДЕЙСТВОВАТЬ. Новости! Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!