ღაზის სექტორში აღმოაჩინეს 7 ოქტომბერს დატყვევებული მძევლის ცხედარი
ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიამ. როგორც იტყობინებიან, იუსუფ ალ-ზიადნის ცხედარი იპოვეს ღაზის სამხრეთში, რაფასთან ახლოს მდებარე გვირაბში. ასევე, როგორც ცნობაშია ნათქვამი, ნაპოვნია მასალები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აღძრავს იმის თაობაზე, ცოცხალია თუ არა დაღუპული მძევლის ვაჟი, ჰამზ ალ-ზიადნი.
ამასთან, ისრაელის ზოგიერთი მედიასაშუალება, ასევე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი, წერენ, რომ ნაპოვნია ჰამზ ალ-ზიადნის ცხედარიც. მაგრამ ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალურ განცხადებაში ამის შესახებ არ არის ლაპარაკი.
მთლიანობაში ჰამასმა 7 ოქტომბრის თავდასხმისას მძევლად აიყვანა ალ-ზიადნების ოჯახის ოთხი წევრი. მათ შორის ორი - იუსუფის ვაჟი და ქალიშვილი - ადრე გაათავისუფლეს. ოჯახი ბედუინების თემს ეკუთვნის.
ამჟამად ღაზაში დარჩენილ მძევალთა რაოდენობა - თუკი დადასტურდება ჰამზა ალ-ზიადნის სიკვდილი - 99-ს შეადგენს. მათგან რამდენია ცოცხალი, ზუსტად ცნობილი არ არის. კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით გრძელდება მოლაპარაკებები ცეცხლის შესაძლო შეწყვეტისა და მძევალთა გათავისუფლების შესახებ.