Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ევროპის ქვეყნებმა 2024 წელს რუსეთიდან რეკორდული მოცულობის გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტი განახორციელეს - Guardian

0
2024 წელს ევროპულმა პორტებმა მიიღეს 17,8 მილიონი ტონა რუსული გათხევადებული ბუნებრივი გაზი, რაც 2 მილიონი ტონით მეტია, ვიდრე 2023 წელს, წერს Guardian-ი დამოუკიდებელ კვლევით ცენტრ Rystad Energy-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით.


მარაგების გაზრდილი მოცულობის შედეგად, რუსეთმა გადაასწრო კატარს და აშშ-ის შემდეგ გათხევადებული ბუნებრივი აირის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა ევროპაში.



კომპანიის ანალიტიკოსმა იან-ერიკ ფენრიხმა ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს რუსეთიდან ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ნაკადი არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ "რეკორდულ მოცულობას მიაღწია." მისი თქმით, თხევადი გაზის ნაწილი სხვა ქვეყნებში გადაიყიდება.


ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევით ცენტრს (CREA) მსგავსი ციფრები მოჰყავს. ცენტრის მონაცემებით, 2024 წელს რუსეთიდან ევროპისთვის მიწოდებული გათხევადებული ბუნებრივი არის მოცულობამ 17,5 მილიონი ტონა შეადგინა.


გასული წლის იანვარში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ახალი შეზღუდვები შეეხება ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებში რუსული ბუნებრივი თხევადი გაზის გადაზიდვის მომსახურებას გემიდან გემზე ან გემიდან ნაპირზე, და არ შეეხო იმპორტსა და რეექსპორტს მესამე ქვეყნებში ევროკავშირის გავლით.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Шнайдер вышла в четвертьфинал турнира WTA в Аделаиде после отказа соперницы






РЭО назвал значимые инвестпроекты обращения с ТКО в 2024 году

ТАСС: топ-менеджеры "Роснано" Киселев и Рапопорт попали в международный розыск

Покровский храм в Верхотурье

Синоптик: температура в выходные в Москве будет на семь градусов выше нормы