Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ბაიდენმა ფართო სანქციები დაუწესა რუსეთის ენერგეტიკის სექტორს

0
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთის ნავთობის მაწარმოებელ ორ უმსხვილეს კომპანიას, გათხიერებული ბუნებრივი აირის მასშტაბურ პროექტს და 100-ზე მეტ ტანკერს "ჩრდილოვან ფლოტში" - რაც, აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის საწინააღმდეგო ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზომებია ამ დრომდე გატარებულებს შორის.


სანქციები თეთრმა სახლმა 10 იანვარს გამოაცხადა - რამდენიმე დღით ადრე, სანამ ბაიდენი ოფისს დატოვებდეს. სანქციების მიზანია კიდევ უფრო შეიკვეცოს რუსეთის შესაძლებლობა დააფინანსოს უკრაინაში შეჭრა. ნავთობი რუსეთისთვის მოგების ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა, მასზე მოდის ფედერალური ბიუჯეტის მესამედზე მეტი.


ახალი სანქციების სამიზნეებია Gazprom Neft-ი და Surgutneftegas-ი, ასევე 183 ხომალდი, რომლებსაც რუსეთის ნავთობი და ნავთობპროდუქტები უცხოეთის ბაზრებზე გააქვთ. ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთის ნავთობით "გაუმჭვირვალე" მოვაჭრეებსაც, და რუსეთის ენერგეტიკის სექტორის ათზე მეტ წამყვან თანამშრომელს.


აშშ-მა და ევროპამ რუსეთს მასშტაბური ფინანსური და ტექნოლოგიური სანქციები დაუწესეს 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ დღეებში, თუმცა შედარებით ფრთხილად მოეკიდნენ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის დასჯას, ენერგიის გლობალურ ფასებზე გავლენის მოხდენის ფაქტორის გამო.


ნავთობის და გაზის ფასები პირველ ეტაპზე მკვეთრად გაიზარდა, ბაზარზე შეფერხებების შესახებ შეშფოთების ფონზე - თუმცა რამდენიმე თვეში დაუბრუნდა ომის წინანდელ ნიშნულს. საიმისოდ, რომ რუსეთის ნავთობის დინება შენარჩუნებულიყო, მაგრამ მოსკოვის მოგება შეკვეცილიყო, აშშ-მა და ევროპამ 2022 წლის დეკემბერში დააწესეს ფასის უმაღლესი ნიშნული, 60 დოლარი რუსეთის ნავთობის ბარელზე და სანქციებით დაემუქრნენ ყველა გადაზიდვის კომპანიას, რომელიც ამ შეზღუდვას არ დაიცავდა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Директор Australian Open назвал главную конкурентку Арины Соболенко в Мельбурне






Жителям центральной России предсказали теплую зиму и холодный март

Фестиваль «Китайский Новый год» в Москве откроется 28 января

В полумарафоне «Полюс Холода – Оймякон» победу одержал Алексей Герасимов из Якутска

Песков подтвердил, что Путин встретится с Трампом после его инаугурации