Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ნავალნის სამ ადვოკატს "ექსტრემიზმის" ბრალდებით გამოუტანენ განაჩენს

0

რუსეთის სასამართლო განაჩენს გამოუტანს სამ ადვოკატს, რომლებიც მუშაობდნენ აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერისთვის, ალექსეი ნავალნისთვის. მათ 2023 წელს "ექსტრემიზმის" ბრალდება წაუყენეს.

განაჩენის გამოტანის სხდომა 10 იანვარსაა დანიშნული.

განსასჯელები არიან ვადიმ კობზევი, ალექსეი ლიპსტერი და იგორ სერგუნინი. მათ ბრალად ედებათ მონაწილეობა "ექსტრემისტულ" ორგანიზაციაში, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურორები მათთვის, სულ მცირე, ხუთი წლით ითხოვენ პატიმრობის მისჯას. არსებობს მოლოდინი, რომ განსასჯელებს დამნაშავედ ცნობენ, რადგან რუსეთის სასამართლოებს ფაქტობრივად არ გამოაქვთ გამამართლებელი განაჩენები, მით უფრო პოლიტიკურ საქმეებზე.

ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი (FBK) და სხვა ჯგუფები რუსეთში 2021 წელს გამოაცხადეს "ექსტრემისტულად" და აკრძალეს.

კობზევის, სერგუნინისა და ლიპსტერის სასამართლო პროცესი სექტემბერში დაიწყო და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა განაჩენის გამოტანის სხდომა მედიისთვის ღია იქნება.

გამომძიებლების ვერსიით, ადვოკატები თავიანთ "სტატუსს" ნავალნისა და მის მოკავშირეებს შორის შეტყობინებების გადაცემისთვის იყენებდნენ, რითაც ეხმარებოდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, "გისოსებს მიღმა ეწარმოებინა ექსტრემისტული ქმედებები". ნავალნის კიდევ ორმა ყოფილმა ადვოკატმა - ალექსანდრა ფედულოვამ და ოლგა მიხაილოვამ - რუსეთი შარშან დატოვა.

გარდაცვალებამდე ნავალნიმ თავისი ადვოკატების დაკავება დაგმო და ამას აღმაშფოთებელი

უწოდა - მისი თქმით, ეს ნაბიჯი ციხეში მისი კიდევ უფრო მეტად იზოლირების ძალისხმევის ნაწილი იყო.

კრემლის კრიტიკოსი 2024 წლის თებერვალში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა არქტიკის ციხეში. მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ნავალნი მოკლეს, სავარაუდოდ, კრემლის ბრძანებით. ამ ვერსიას კრემლი გადაჭრით უარყოფს.

ნავალნის შესაძლებლობა ჰქონდა, ციხის საკნიდან დაჰკავშირებოდა საზოგადოებას - იგი აკრიტიკებდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრას, სოციალური მედიით სარკაზმით აღწერდა პირობებს, რომლებშიც მას ციხეში ამყოფებდნენ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина менее чем за час проиграла американке Киз в четвертьфинале турнира WTA в Аделаиде






Многодетная мать в Ставропольском крае истязала четырехлетнего сына

Цукерберг: Давление США и "диктатура" либералов ставят под угрозу свободу слова

«Мама все слопала»: панды Катюша и Диндин не поделили морковь и попали на видео

Штурмовавший Капитолий «шаман» хочет посетить Сибирь