Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

პროევროპულ აქციებზე დაკავებულების საქმის მოსამართლემ თავისი აცილების საკითხი არ დააკმაყოფილა

0

სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც უნდა გადაწყდეს, დატოვებენ თუ არა პატიმრობაში პროევროპულ აქციებზე დაკავებულ 11 პირს, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, ადვოკატებმა მოსამართლის, ქეთევან ჯაჭვაძის აცილება მოითხოვეს. ადვოკატებმა ეს საკითხი დააყენეს აღკვეთის ღონისძიების გადახედვის განხილვის დაწყებიდან დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ.

აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენების საფუძველი გახდა მოსამართლის გადაწყვეტილება, აეხსნა, რატომ დაეთანხმა პროკურატურას და რატომ გაახანგრძლივა ორი თვით საქმის არსებითი განხილვის დაწყება.

მოსამართლემ ილაპარაკა საქმის გარემოებებზე, მის კომპლექსურობაზე, ბრალდების სიმძიმეზე, ჯგუფური ძალადობის ხასიათზე, მტკიცებულებების მოპოვების მნიშვნელობაზე და გააკრიტიკა ადვოკატები, რომლებიც მას საგამოძიებო ვადის გახანგრძლივების გამო აკრიტიკებდნენ და ვადის გახანგრძლივებას დაუსაბუთებელს უწოდებდნენ.

მოსამართლის გამოსვლას კამათი მოჰყვა. მას სიტყვა ადვოკატებმა შეაწყვეტინეს და იკითხეს: „იმისთვის, რომ დაცვის უფლების განხორციელება შევძლოთ, უნდა ვიცოდეთ, პროცედურულად სად ვიმყოფებით, რა ეტაპზე ვართ?“

ადვოკატები ასევე დაინტერესდნენ, რატომ არ ეწერა დასაბუთებაში ის, რასაც მოსამართლე საჯაროდ ახლა ამბობდა პროცესზე: „როდესაც წერდით, კარგად ვერ დაწერეთ, როგორც ჩანს“, - უთხრა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა ქეთევან ჯაჭვაძეს.

ადვოკატებმა მოსამართლის გამოსვლა აღიქვეს დატუქსვად და გადაწყვეტილების წინასწარ დაანონსებად.

„წინასწარ გაგვიჟღერეთ გადაწყვეტილება“, - უთხრა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს.

ადვოკატ ირაკლი ჟორჟოლიანის თქმით კი, მოსამართლემ გამოიყენა შანსი, ადვოკატები დაეკნინებინა საზოგადოების თვალში.

„თქვენი ხმის ტემბრი იყო დატუქსვა, თქვენ გინდოდათ, მართალი ყოფილიყავით ხალხის თვალში და ჩვენ - მტყუანი... არ გაკრიტიკებდით, ჩვენ ვსვამდით შეკითხვებს ამ ადამიანების გამო, ვისაც ვიცავდით. ის დრო არაა, მოსამართლემ ადვოკატები და ბრალდების მხარე ტუქსოს“, - თქვა მან.

ბრალდებულების ადვოკატები ფიქრობენ, რომ მოსამართლე მიკერძოებულია და უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება. მათი აზრით, ამაზე მეტყველებს საქმის განხილვის დაწყების ორი თვით გადავადების შესახებ გუშინ, 9 იანვარს, მიღებული გადაწყვეტილებაც. 10 დაკავებულის ადვოკატები მოსამართლეს უხსნიდნენ, რომ პროკურორებმა არსებული ვადაც ვერ გამოიყენეს ეფექტურად.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობას არ დაეთანხმა მხოლოდ რუსლან სივაკოვის ადვოკატი ნუნუ თორდია და თქვა: „გაოგნებული ვარ. 6-7 საათია მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და მოსამართლეს ახსნა-განმარტების უფლება არ მიეცა“.

პროკურორის სიტყვიდან გაირკვა, რომ მოსამართლის მოსმენისას მას ეგონა, რომ იგი გადაწყვეტილებას აცხადებდა. ამის შემდეგ მან პოზიცია შეცვალა.

„ხმის ტემბრი შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ მოსამართლეს შეაწყვეტინა განმარტება, რაც შეურაცხყოფაა და დაჯარიმების საფუძველი შეიძლება გახდეს. ხმის ტემბრის შეცვლა აცილების საფუძველი არ არის“, - თქვა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ თავისი აცილების შესახებ დაყენებულ შუამდგომლობაზე პასუხის გამოცხადებისას.

მისი თქმით, წინასასამართლო სხდომის შესახებ აზრის გამოხატვა არ არის პოზიციის დაფიქსირება.

დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 44 ადამიანიდან 11-ის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის) აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს მათ პატიმრობაში თუ გაათავისუფლებს. მათი საქმის არსებითი განხილვის დაწყება, პროკურატურის შუამდგომლობით, 5 მარტამდე გადაიდო.

უკვე თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი 44. აქციების პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ არც ოპოზიციური პარტიები, არც მეხუთე პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

«Я не делала этого последние пять или шесть лет». Елена Рыбакина удивила откровенным признанием






Московская область. Руководитель фракции КПРФ Александр Наумов поздравил медработников Ступино

Лимитрофная дерзость: Эстония и Финляндия хотят бороться с российским «теневым флотом»

Нежилые помещения обследовали в многоквартирных домах в Краснопахорском районе

В Москве 19-летний пациент умер после лечения 11 зубов за один прием