Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

მომავალ კვირაში საქართველოში PACE-ს მონიტორინგის მისია ჩამოვა

0

მიმდინარე მონიტორინგის მისიის ფარგლებში, 14-16 იანვარს თბილისს ეწვევიან საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია SOC). მისია ფაქტების დადგენას ითვალისწინებს.

როგორც PACE-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.

ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები შეხვედრებს გამართავენ ძირითადი პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან, ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან და ინსტიტუტებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„ეს არის რიგითი ვიზიტი მონიტორინგისთვის და ის არ უნდა იქნას განხილული, როგორც შეხვედრების მხარეების ლეგიტიმურობის ან მათი შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა“, - ნათქვამია განცხადებაში.

თანამომხსენებლები ასევე აპირებენ მოინახულონ აქციებზე დაკავებული ზოგი დემონსტრანტი, რომელთა მიმართაც წაყენებულმა ბრალდებამ და დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია.

„ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა თანამომხსენებლებთან კონსულტაციის შემდეგ, 2024 წლის 23 დეკემბერს ვენეციის კომისიას სთხოვა გადაუდებელი მოსაზრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით“.

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მართავს აქციებს თბილისსა და სხვა ქალაქებში. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

ყოველდღიური აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იმართება 28 ნოემბრიდან - მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს. უწყვეტი აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Александр Зверев

Зверев заступился за Джоковича перед трибунами на АО: не освистывайте игрока с травмой






В схватке «Зенита-Казань» и «Динамо» победили казанцы

Сегодня Владимиру Высоцкому могло исполниться 87 лет

Андрей Воробьев: желаю студентам самых выдающихся достижений

Прокуратура: в Москве пассажир трамвая напал на женщину-контролера