Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტრამპის გრენლანდიური ახირება იმაზე უფრო რაციონალურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - აი რატომ

0
6 იანვრის კვირაში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა საერთაშორისო ახალი ამბების ახალი წელი გახსნა - ჯერ დაიმუქრა, რომ კანადას აშშ-ის 51-ე შტატად აქცევდა. შემდეგ გრენლანდია ახსენა; მესამე დღეს კი ირწმუნებოდა რომ აშშ, გრენლანდიის მსგავსად, პანამის ყურესაც უნდა აკონტროლებდეს და ორივეს დასაუფლებლად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა.


7 იანვარს, იმ დღეს, როდესაც ტრამპი გრენლანდიაზე საუბრობდა, დონალდ ტრამპ უმცროსი, გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკიში კერძო თვითმფრინავით დაეშვა.


ტრამპ უმცროსმა ეს ჩვეულებრივ კერძო ვიზიტად წარმოაჩინა მაგრამ დანიის მთავრობისთვის, გზავნილი შემდეგი იყო: ტრამპი გრენლანდიით სერიოზულად არის დაინტერესებული.





გრენლანდია დანიის კუნძულოვანი, ავტონომიური ერთეულია, რომელიც ორ მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ, ძირითადად ყინულოვან, მასას მოიცავს. კუნძულზე მხოლოდ 56,000 ადამიანი ცხოვრობს. გრენლანდია გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა კანადასთან, ვიდრე დანიის დანარჩენ ნაწილთან, ხოლო კანადის და აშშ-ის დედაქალაქები უფრო ახლოსაა გრენლანდიასთან, ვიდრე კოპენჰაგენი.


 


ორი კვირით ადრე, მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპმა 'საკუთარ სოციალურ ქსელზე Truth Social აშშ-ში დანიაში ელჩობის კანდიდატი გამოაცხადა, იქვე დაწერა, რომ “ გრენლანდიის ფლობა და მასზე კონტროლი აბსოლუტური აუცილებლობაა’. მართალია, ტრამპმა “სამხედრო” გზით პრობლემის გადაჭრა არ გამორიცხა, თუმცა უფრო კონკრეტულად დანიას იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.


როგორ და რატომ აპირებს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, ყინულოვანი კუნძული ამერიკულ საკუთრებად აქციოს?




ტერიტორიული აღებმიცემობა

წარსულში, ტერიტორიებით ვაჭრობა ისეთი წარმოუდგენელი არ იყო, როგორც თანამედროვე სამყაროშია. 1867 წელს, აშშ-მა სწორედ ასე შეიყიდა ალასკა რუსეთის იმპერიისგან.


1916 წელს, აშშ-მ დანიისგან დანიური ვესტ ინდოეთი (დღევანდელი ვირჯინიის კუნძულები) 25 მილიონ დოლარად შეიძინა. იმავე წელს, აშშ-მა აღიარა დანიის უფლება გრენლანდიაზე.


მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში კი პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა დანიას, გრენლანდიის სანაცვლოდ, 100 მილიონ დოლარის ღირებულების ოქრო შესთავაზა.


გარიგება არ შედგა; თუმცა, დიდი ალბათობით, არა იმის გამო რომ თავად ასეთი ნაბიჯი დანიისთვის შეურაცხმყოფელი იყო.


დონალდ ტრამპის ინტერესი კი გრენლანდიის მიმართ მისი პრეზიდენტობის პირველის ვადის დროს, 2019 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი.


მაშინ ტრამპმა განაცხადა რომ ეს “ფაქტობრივად, დიდი უძრავი ქონების შესახებ გარიგება” იქნებოდა — იდეას მაშინდელმა დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა “აბსურდი” უწოდა.




2025 წელს, ასეთი გარიგების მცდელობაც კი უცნაურად გამოიყურება; დღეს, დასავლეთში, სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ურღვეობის პრინციპი უფრო პატივცემულია; საერთაშორისო სამართალი მოსახლეობის ნების გაუთვალისწინებლად არც ტერიტორიების ისეთ ტრანსფერებს უშვებს, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ხდებოდა.


რატომ აინტერესებს აშშ-ის პრეზიდენტს გრენლანდია?

გრენლანდიის, ისევე როგორც პანამის არხის დაუფლებაზე და კანადის შეერთებაზე ბოლო პერიოდში გამოთქმული სურვილები, ბევრმა, შეიძლება, ტრამპის ექსცენტრულობას მიაწეროს.


თუმცა, დანიის შემადგენლობაში მყოფი ეს მყინვარული კუნძული, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყინულის ინტენსიური დნობის ფონზე, აშშ-სთვის, ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთისთვის, უფრო და უფრო საინტერესო ხდება.


გრენლანდია დიდი ხანია, საკვანძო სანაოსნო მარშრუტების ცენტრია, და რაც უფრო სწრაფად დნება პლანეტის ყველაზე დიდი კუნძულის მყინვარული ფენა, მით უფრო იზრდება იქ დიდი სახელმწიფოების სტრატეგიული სავაჭრო, სამხედრო, და სადაზვერვო ინფრასტრუქტურის განლაგების, ისევე როგორც მის ყინულქვეშ აუთვისებელი ბუნებრივი რესურსების მიმართ ინტერესი.




რუსეთის ინტერესი

გრენლანდიაზე და მის სიახლოვეს გაჩაღებული სატრანსპორტო კონკურენციის უშუალო ნაწილია რუსეთის “ჩრდილოეთის ზღვის გზა”. არქტიკაში ამ სატრანსპორტო გზის გაფართოებით რუსეთის მთავრობა სასიცოცხლოდ დაინტერესებულია, რათა სუეცის არხით საოკეანო გადაზიდვის მარშრუტის უკეთესი ალტერნატივა შექმნას და ევროპისთვის მურმანსკის და არხანგელსკის პორტების მნიშვნელობა გაზარდოს.


ჩინეთის ინტერესი

“ჩრდილოეთის ზღვის გზით” ასევე დაინტერესებულია რუსეთის მზარდი მოკავშირე ჩინეთიც: გარდა იმისა რომ ჩინეთი გრენლანდიის მინერალური რესურსების ათვისების პერსპექტივითაა მოხიბლული, მის შანხაის პორტს ამ სატრანსპორტო გზით, სუეცის არხით გამავალ გზასთან შედარებით, ლამის გაუნახევრდება ევროპამდე დისტანცია.


აშშ-ის ინტერესი

არქტიკის რეგიონში გავლენების მოსაპოვებლად მიმდინარე კონკურენციის გათვალისწინებით, ტრამპის გრენლანდიით დაინტერესება იმაზე უფრო რაციონალურად გამოიყურება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.


თუმცა მისი ტაქტიკა მაინც ბურუსით მოცული რჩება: ისე მოხდა, რომ ტრამპის მიერ ამერიკული ინტერესების გამოსახატად შერჩეული ფორმა შინაარსად იქცა.


 




გაუგებარია, ფიცის მეორედ დადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყანასთან კატეგორიული ტონი რატომ არჩია. საუბარია აშშ-ის მოკავშირე ქვეყანაზე, რომლის ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ობიექტები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან ჰყავს განლაგებული. მათგან ერთ-ერთს, პიტუფიკის კოსმოსურ ბაზას, აშშ დანიის ყინულოვან კუნძულზე 1951 წლიდან მოყოლებული ინარჩუნებს, ისევე როგორც იმავე წელს დადებულ შეთანხმებას, რომელიც მას გარე თავდასხმის შემთხვევაში დანიისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას ავალდებულებს.


"გრენლანდია გრენლანდიელებისაა"

აშშ-ის ყოფილი და არჩეული პრეზიდენტის გრენლანდიასთან დაკავშირებულ განცხადებებს გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებიც გამოეხმაურნენ. ორივე გამოხმაურებაში სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ურღვეობის პრინციპი იყო ხაზგასმული.


გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნეოლ ბაროს მიერ დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის ხსენება სხვა პრობლემის გამოძახილიცაა: 2008 წლის რეფერენდუმით, გრენლანდიამ თვითმმართველობა და ავტონომია გაიფართოვა.


ამას დანიისგან სრული დამოუკიდებლობის მოპოვების იდეა არ ჩაუცხრია, თუ მეტად არ გაზარდა.


 




მიუხედავად იმისა რომ კუნძულის ეკონომიკა დიდწილად დანიაზეა დამოკიდებული, გრენლანდიელების ნაწილს მიაჩნია რომ გლობალური გადაზიდვების ქსელში არქტიკის მზარდმა მნიშვნელობამ, გაზის, ნავთობის, ურანის, და იშვიათ მიწათა ელემენტების მოპოვების პერსპექტივამ კუნძული, დამოუკიდებლობის შემთხვევაში, შეიძლება მხოლოდ ეკონომიკურად გააძლიეროს.


გრენლანდიელებს საკუთარი ავტონომიური უფლებების რეალიზაცია წარსულში არ მორიდებიათ: 1985 წელს, თევზჭერაზე დაწესებული რეგულაციებით შეწუხებულმა კუნძულმა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (ევროკავშირის წინამორბედი) დატოვა.


"გრენლანდია გრენლანდიელ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი მომავალი და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჩვენი საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ სხვებს, მათ შორის დანიელებსა და ამერიკელებს, უფლება აქვთ ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრებები, ჩვენ არ უნდა ჩავებათ ისტერიაში და არ მივცეთ გარე ზეწოლას უფლება, ჩვენი გზიდან გადაგვახვევინოს" — ასე გამოეხმაურა 7 იანვარს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუტე ეგედე ტრამპის განცხადებას.




რთული პროგნოზირებადია, აღმოჩნდება თუ არა ჰიპოთეზური დამოუკიდებელი გრენლანდია ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, ან რა შეიძლება გადაწყვიტოს გრენლანდიის პარლამენტმა მათ კუნძულზე განლაგებული აშშ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. არქტიკის რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის გაძლიერებული გავლენების ფონზე, რთული წარმოსადგენია რომ ამის გამოცდას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ისურვებდა.


გრენლანდიის არც ისე მყისიერი დამოუკიდებლობის პერსპექტივის ფონზე, დასავლეთის ქვეყნებს უფრო გადაუდებელი გამოწვევისთვის მოუწევთ პასუხის გაცემა: არქტიკაში რუსეთის და ჩინეთის კოორდინირებული აქტიურობის ფონზე, როგორ აიცილონ თავიდან ნატოს წევრ ქვეყნებს შორის გრენლანდიის გამო უთანხმოება.


"არქტიკაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის აქტივობები, მათ შორის მათი მზარდი თანამშრომლობა, ნატოს გაფართოება და კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენა არქტიკაში ახალ, უფრო დინამიკურ უსაფრთხოების გარემოს ნიშნავს. ამ ცვლილებებმა, ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომლობის გაძლიერებამ, შეიძლება შეცვალოს არქტიკის სტაბილურობა და საფრთხეების სურათი", წერდა პენტაგონი 2023 წელს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

300 игроков включены в пенсионную программу ATP в 2024-м






Синоптик Тишковец: на Крещение в Москве и области похолодает до -5 градусов

Испания хочет укрепить единство Евросоюза из-за претензий Трампа на Гренландию

Секрет успешного похудения: важность сна и завтрака раскрыла врач-эндокринолог

В МИД РФ рассказали о сохранении «горячих» линий с НАТО