"ომის რისკი და საშიშროება საქართველოში არის ნულის ტოლი" - ამ დასკვნით უპასუხა ჯგუფმა "ფარმა" ხელისუფლების პროპაგანდას ომის საფრთხეების შესახებ და რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს გააცნო გათვლები და არგუმენტები იმაში დასარწმუნებლად, რატომ არის გამორიცხული, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პარალელურად, რუსეთმა საქართველოში ასეთივე სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყოს, მეტიც, ისინი თვლიან, რომ რუსეთს არც უკრაინაში ომის შეწყვეტის შემდეგ ექნება რესურსი საქართველოსთან საომრად.
დისკუსია ომის თემაზე პროევროპული პროტესტის ფარგლებში რეჟისორ პაატა ციკოლიას იდეა იყო - ის მიიჩნევს, რომ დროა, საზოგადოებაში დაიწყოს მსჯელობა იმ "ცეცხლმოკიდებულ თემებზე", რომლებზეც პასუხები მოსახლეობის დიდ ნაწილს აინტერესებს და რომელთა განხილვაც მედიაში თუ საჯარო სივრცეში სათანადოდ არ ხდება.