დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვას „ქართული ოცნება" საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შეთქმულებით ხსნის - ომს გვაძალებენო. მაგრამ დასავლეთთან „ოცნების“ დაპირისპირების მკაფიო ნიშნები უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე გაცილებით ადრე გაჩნდა.