Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

სლოვაკი პოლიტიკოსის განცხადებით, პოლონეთმა მათ დელეგაციას არ მისცა საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მოსკოვში გასაფრენად

0
პოლონეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა სლოვაკეთის საპრალამენტო დელეგაციას, რომელიც მოსკოვში მიემართებოდა და დეპუტატებს მოუწიათ ჩეხეთის და გერმანიის საჰაერო სივრცით გაფრენა - ამბობს ეროვნული საბჭოს ვიცესპიკერი, ანდრეი დანკო, მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო TASR-ი.


"ეს მიდგომა არ მესმის, მაგრამ ესაა რეალობა, რომელსაც უნდა შევურიგდეთ" - აღნიშნა დანკომ პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების პასუხად.


პოლონეთი, როგორც ჩანს, არ ეთანხმება ინფორმაციას სლოვაკეთის დელეგაციისთვის საჰაერო სივრცის უარყოფის თაობაზე. პოლონეთის მედიასაშუალებები ავრცელებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, პაველ ვრონსკის სიტყვებს - რომ სლოვაკეთის მხარემ არ გაგზავნა ყველა საჭირო საბუთი, და როცა დოკუმენტების შევსება თხოვეს, გადაწყვიტა საჰაერო კურსი შეეცვალა.


სლოვაკეთის დელეგაციის წევრმა, პეტერ გაშპარმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა მოსკოვის აეროპორტში "ვნუკოვო" - იუწყება სააგენტო TASS-ი.


TASR-ის თანახმად, დელეგაციის წევრებს შორის არის პარლამენტის ორი ვიცესპიკერი - ანდრეი დანკო და ტიბორ გაშპარი, ასევე რამდენიმე დეპუტატი. მათი ვიზიტის მთავარი მიზანია რუსეთის გაზის სლოვაკეთისთვის მიწოდების გაგრძელების საკითხისა და უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივის განხილვა.


ორშაბათს დანკო და გაშპარი შეხვდებიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს, სამშაბათს - ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვიენკოს.


ანდრეი დანკო ვიზიტამდე აღნიშნავდა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ რუსეთთან დიალოგი მოსკოვში თავისი ვიზიტის დროს დაიწყო. ახლა სლოვაკეთი გეგმავს რუსეთთან ურთიერთობა პარლამენტის დონეზე განავითაროს.


საპარლამენტო დელეგაცია რუსეთიდან სლოვაკეთში 15 იანვარს უნდა დაბრუნდეს.


სლოვაკეთის პრემიერი, რობერტ ფიცო მოსკოვში 22 დეკემბერს ჩავიდა. თავად ფიცო ამბობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მისი ჩასვლა იყო რეაქცია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებზე - რომ კიევი არ გეგმავდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების გაგრძელებას 2024 წლის შემდეგ.


ფიცოს თქმით, უკრაინის გავლით გაზის მიწოდების შეწყვეტის ფასი მისი ქვეყნისთვის იქნებოდა ერთნახევარი მილიარდი ევრო, იმ ტრანზიტული ნაკადების მოგების დაკარგვის გამო, რომლებიც ევროპის კიდევ უფრო სიღრმეში მიედინებოდა.


ზელენსკიმ ფიცოს მოსკოვში ვიზიტი მკაცრად გააკრიტიკა - მისი თქმით, ამ ვიზიტით უნდა დაინტერესებულიყვნენ "სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოები და სპეცსამსახურები".


რამდენიმე დღის წინ ბრატისლავაში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც გაიმართა სლოვაკეთის მთავრობის კრემლთან დაახლოების წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორები იყვნენ აქტივისტები მოძრაობიდან "მშვიდობა უკრაინას", მთავარი ლოზუნგი კი იყო "სლოვაკეთი ევროპაა - კმარა რუსეთი!".



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Рейтинг WTA. Касаткина опустилась на 10-ю строчку, Рыбакина – на 7-ю, Киз вернулась в топ-15






США предали боевое братство ради дипломатической войны: Русские дипломаты не стали молчать

Польша объяснила изменение маршрута словацкой делегации в Россию

В Россию вернулся привычный семейный кроссовер Nissan

"Z" и "Аз" В НЛП СВО МОЖНО НАПРАВИТЬ ДЛЯ УСКОРЕНИЯ УСПЕШНОЙ СПЕЦ ОПЕРАЦИИ РОССИИ НА УКРAИНЕ. Новости мирового уровня. Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!