ბლინკენმა პირობა დადო, რომ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინის საკითხში ყველაზე ძლიერ პოზიციებს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის უზრუნველყოს ძლიერი პოზიციები საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით.
კრიტიკოსების შიშების თაობაზე, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ომი შეიძლება არ დასრულდეს უკრაინის სასარგებლოდ, ბლინკენმა თქვა, რომ „მოცემულ ეტაპზე სპეკულირებას არცერთი ჩვენგანისთვის არა აქვს აზრი.“
„რასაც აქვს აზრი, არის ის, რომ ვიყოთ დარწმუნებული, რომ შემდეგ ადმინისტრაციას, ტრამპის მომავალ ადმინისტრაციას, გადავცემთ ყველაზე ძლიერ პოზიციებს იმისთვის, რომ მან შეძლოს პოლიტიკის რეალიზება მთელს მსოფლიოში - უკრაინისა თუ სხვა საკითხებში“, მოჰყავს ბლინკენის სიტყვები BBC-ს.
გასულ კვირაში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გუნდი უკვე მუშაობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრის ორგანიზებაზე.