Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28
29
30
31

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უარყოფს შოლცის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების დაბლოკვას

0

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის დამატებით სამი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გაწევას.

პისტორიუსმა გამოცემა Tagesspiegel-ს განუცხადა, რომ არანაირი ბლოკადა არ არსებობს, თუმცა მთავრობის შიგნით საკითხის შეთანხმება ჯერ არ დასრულებულა.

გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა 9 იანვარს დაწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს და თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს სურთ, რომ ბერლინმა უკრაინას დამატებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწიოს გერმანიაში 23 თებერვალს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე, რასაც კანცლერი ოლაფ შოლცი ეწინააღმდეგება.

გამოცემის წყაროთა თანახმად, შოლცი უარს იმით ხსნის, რომ გერმანიის მომავალი მთავრობა, რომელიც თებერვლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება, ფაქტის წინაშე არ უნდა დააყენონ და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საკმარისია უკრაინის დასახმარებლად გერმანიის წლევანდელი ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებული 4 მილიარდი ევრო.

Der Spiegel-ის წყაროთა ვარაუდით, რეალურად ოლაფ შოლცს არ სურს საარჩევნო კამპანიის დროს გამოაცხადოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა, რათა ამით სოციალ-დემოკრატების პოტენციური ამომრჩევლების უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.

ევროკავშირის სახელმწიფოებიდან უკრაინას ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გერმანია უწევს.

ამასთან, კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, Taurus-ის მიწოდებაზე.

კიევმა გერმანიის კანცლერი გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამოც, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ შოლცმა პანდორას ყუთი გახსნა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Александр Зверев

"Хоть здесь я впереди": Зверев пошутил над Синнером после поражения в финале АО






МИД РФ заявил о попытках Запада раскачать ситуацию в Белоруссии в ходе выборов

Екатерина Паршина: руководитель должен уметь давать грамотную обратную связь

Матчи седьмого тура первенства округа Люберцы по футзалу пройдут 28 января

Появилось видео последствий взрыва газа в доме на улице Строителей в Балашихе