მსხვერპლი მოჰყვა თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას
ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა თბილისში, ორთაჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შენობის ერთ-ერთ სართულზე მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. დაწყებულია გამოძიება. არსებული ინფორმაციით, კორპუსში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.
შემთხვევის ადგილზე მივიდა „ქართული ოცნების” მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.
მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, შენობის მდგრადობის შემოწმების დასრულებამდე იქ მცხოვრებთ დროებით საცხოვრებლებში განათავსებენ.