Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

რუსეთის რეგიონებზე მასირებული შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო - მედია

0
რუსეთის რეგიონებზე დღევანდელი მასირებული შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალების და უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა ინფორმირებულმა წყარომ უკრაინის თავდაცვის ძალებიდან. წყაროზე დაყრდნობით იმავეს წერს BBC-ს უკრაინული სამსახური.


მედიასაშუალებების ინფორმირებული წყაროს თანახმად, დრონებით დაარტყეს რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომის საბრძოლო მასალების საწყობს, ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ტულის ოლქში მდებარე ქიმიურ კომბინატს.


ამავე წყაროს ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ბრიანსკის ქიმიურ ქარხანაზე. ამ ობიექტებზე დარტყმებმა მასშტაბური ხანძრები გამოიწვია.




რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ ბრიანსკის ოლქის ობიექტებზე დარტყმა „სცადა" 6 ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტით ATACMS, 6 ბრიტანული ფრთოსანი რაკეტით Storm Shadow და 31 უპილოტო საფრენი აპარატით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ობიექტებს არ აკონკრეტებს და ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა „საჰაერო თავდასხმის ყველა საშუალება ჩამოაგდეს".


განახლება: 14 იანვარს, საღამოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა  განაცხადა, რომ რუსეთის სიღრმეში 200-დან 1100 კილომეტრის მანძილზე მდებარე სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს.


გენერალური შტაბის თანახმად, დრონებით ისევ წარმატებით შეუტიეს სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის საცავს, „კომბინატ კრისტალს", სადაც მხოლოდ ახლახან ჩააქრეს 8 იანვარს განხორციელებული დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი.


გენშტაბის ცნობითვე, დაარტყეს ბრიანსკის ოლქის ქალაქ სელცოში მდებარე ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სტრატეგიული ობიექტია და იქ საარტილერიო და სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალებს ამზადებენ. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ამ ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებები რამდენიმე საათს გაგრძელდა და განადგურებულია ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიც.


უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებითვე, ქალაქ სარატოვში დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ხოლო ქალაქ ყაზანში ქარხანა „ორგსინთეზს". გენშტაბის თანახმად, სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოების სამსახურის და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Елена Рыбакина раскрыла подробности о проблемах со здоровьем в прошлом году






Рост числа мигрантов ожидается в Подмосковье

Авиалайнер из Москвы 15 января задерживается с прилетом во Владивосток

Фото Певцова сняли со стены в «Ленкоме Марка Захарова»

Автомобиль «Камаз» опрокинулся на ТТК