Bloomberg: ევროპელები არწმუნებენ ტრამპის გუნდს, არ მოხდეს რუსეთთან მოლაპარაკებების ფორსირება
სააგენტოს წყაროების თანახმად, ეს მოლოდინი გაჩნდა ტრამპის გუნდის წევრებთან პირადი საუბრების შემდეგ, რომლებშიც ევროპელი პოლიტიკოსები ასაბუთებდნენ უკრაინის დახმარების გაგრძელების აუცილებლობას.
Bloomberg-ის თანამოსაუბრეთა სიტყვბეით, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ზრდის იმის ალბათობას, რომ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია დაეხმაროს კიევს, ძალის პოზიციიდან იმოქმედოს, სანამ რაიმე მოლაპარაკებები დაიწყებოდეს.
ამავე დროს მოლაპრაკებების მონაწილეები ამბებენ, რომ არ იციან, საბოლოოდ რას გააკეთებს აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც სარგებლობს რეპუტაციით, რომ უკუაგდებს რჩევებს და უკანასკნელ მომენტში ცვლის პოზიციას.
როგორც ჩანს, ტრამპის გუნდის წევრებს გაცნობიერებული აქვთ ორი არგუმენტი, ამბობენ Bloomberg-ის წყაროები. ერთი მხრივ, აშშ-ის ლიდერი დგას რისკის წინაშე, რომ ისეთივე დამცირების წინაშე აღმოჩნდეს, რომელიც ემგვანება ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების ქაოსურ გაყვანას, თუკი ის უარს იტყვის კიევის დახმარებაზე. მეორე მხრივ, რუსეთის გამარჯვება ჩინეთს უფრო აგრესიული პოლიტიკისკენ უბიძგებს.
გასულ კვირაში კით კელოგმა, კანდიდატმა უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზე, Fox News-თან ინტერიუში განაცხადა, რომ ისურვებდა, რომ საკითხი ახალი ადმინისტრაციის პირველი ასი დღის განმავლობაში გადაჭრილიყო.