ბათუმში თავს დაესხნენ გიორგი გახარიას
მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო:
„რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, „შერატონში“, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი“, - წერს სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი და აქვეყნებს ფოტოებს ინციდენტის ადგილიდან.