Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

პროკურატურის ცნობით, ჩატარებული ექსპერიმენტებით არჩევნების გაყალბების ბრალდებები არ მტკიცდება

0

საქართველოს პროკურატურამ გაასაჯაროვა ინფორმაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებზე. პროკურორ ბექა კვიციანის მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე არ დასტურდება პოლიტიკური პარტიების, პრეზიდენტის, სახალხო დამცველისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ასევე მასმედიაში გავრცელებული ცნობები.

„ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა“, - თქვა პროკურორმა და დასძინა, რომ ეს „დადასტურებულია ცესკოდან გამოთხოვილი საერთაშორისო აუდიტორული დასკვნებითაც“.

მანვე აღნიშნა, რომ ექსპერტიზაზე წარადგინეს მარკირების სითხე, რომელიც „ულტრაიისფერი სხივებით დანათებით ლუმინისცირებას (ნათებას) ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში, ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი“.

პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციას „ზღაპარს“ უწოდებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმა“. ორგანიზაციის წარმომადგენელი ლონდა თოლორია ამბობს, რომ მათ არჩევნებზე გაყალბების სხვა გარემოებები გამოკვეთეს.

„ისეთ გარემოებებზე ჩაგვაბარა ანგარიში პროკურატურამ ბრიფინგზე, რაზეც არავის უდავია. ვინ თქვა, რომ ამომრჩევლებმა ერთი და იგივე პირადობის მოწმობით მისცეს ხმა? ან ვის სჯერა, რომ ცესკოს მიერ გადაცემულ მტკიცებულებებზე ჩატარებული ექსპერტიზები რეალობის ამსახველი იქნება? ცესკო პროკურატურას მარკირების იმ სითხეს გადასცემდა საკვლევად, რომელიც კვალს არ ტოვებს?

გაასაჯაროონ სიები, ვინ მისცა ხმა 2024 წლის არჩევნებზე და დამერწმუნეთ, ამ სიაში თავს ის ამომრჩევლები იპოვიან, ვინც არჩევნებზე არ მისულა, ვისაც პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და სხვის ნაცვლად მისცეს ხმა. კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ ბრიფინგით, რომ პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების, არამედ არჩევნების „გაპრავების“ საქმეს“, - უთხრა ლონდა თოლორაიამ რადიო თავისუფლებას.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ და „საქართველოსთვის“. ეს პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მრავალრიცხოვანი აქციები იმართება 2024 წლის 28 ოქტომბრიდან. პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე 2024 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Медведев готов к реваншу: сильная мотивация и борьба за титул в Австралии






Раскрыта причина смерти артиста балета Всеволода Немоляева

Стримерша Коря отметила 28 лет: «Др прошел #######, выживших нет ???? Значит, он удался ????»

Впечатлениями от съёмки в финальной игре года «Что? Где? Когда?» поделилась псковичка

Диетолог Соломатина назвала самый полезный вид масла для пожилых людей