Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
31

დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა - საია

0

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა. ორგანიზაციის ცნობითვე, პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას, დგებუაძემ დაკავებულ ჟურნალისტს სახეში შეაფურთხა.

მზია ამაღლობელი რუსთავის N5 დაწესებულებაში საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მოინახულა. საია აღნიშნავს, რომ ქურდოვანიძე დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.

"მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - წერს საია.

ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან. ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Курникова

Анну Курникову заметили в Майами в инвалидном кресле






Как продлить рецепт на льготное лекарство в Москве и Подмосковье в 2025 году

Юрист Хаминский предложил включить осмотр психиатра в диспансеризацию

Объем выданных в РФ автокредитов увеличился в 2024 году на 58,3%

В Архангельске покажут спектакли про «Алису», искусственный интеллект и ученых