Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30
31

გახარიას უნდა მოეთმინა, მიიჩნევს კობახიძე

0
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" მომხდარ ინციდენტზე ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ წამოიწყო "ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა".


„როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა [გიორგი] გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება", - თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.




ჟურნალისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მას გუშინ ღამით „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.


ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო.




ზვიად ქორიძის მონაყოლის მიხედვითვე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას. ექიმის ინფორმაციით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.


ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина вылетела из топ‑10 рейтинга WTA, Павлюченкова поднялась на девять позиций






Из-за повышенного утилизационного сбора электромобили и гибриды становятся дороже

Сеть заправок для электрокаров в Приамурье выросла до 29 станций

Внезапное увлечение: зачем зумеры и миллениалы массово скупают мягкие игрушки

Глава Госдепа Рубио приветствовал решение Евросоюза продлить санкции против РФ