თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გუშინ, 15 იანვარს, დოლიძის ქუჩაზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვაში მონაწილე ადამიანებთან კონფლიქტის ამსახველ ვიდეოკადრებში მათი თანამშრომლები ჩანან. ფიზიკური დაპირისპირების კადრები არაერთმა მოქალაქემ გადაიღო და სოციალურ ქსელებში გაავრცელა.