ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად
წინასწარი მონაცემით, თავდასხმა რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.
დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. "ყოველი ასეთი ტერაქტი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რუსეთი თვითონ არ ჩერდება - მისი შეჩერება მხოლოდ ერთობლივი ზეწოლით შეიძლება", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხში, დაბომბვის შედეგების ამსახველი ვიდეოს ფონზე.
რუსეთი უკრაინას ყოველდღე ბომბავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს ესვრის. მოსკოვი სამოქალაქო პირების დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე კომენტარს არ აკეთებს.