Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ნავალნის ყოფილ ადვოკატებს

0
რუსეთის ვლადიმირის ოლქის ქალაქ პეტუშკის სასამართლომ „ექსტრემისტული“ გაერთიანების მონაწილეებად ცნო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოლონიაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ყოფილი ადვოკატები ვადიმ კობზევი, ალექსეი ლიპცერი და იგორ სერგუნინი.

სასამართლოს მიერ დღეს, 17 იანვარს, გამოცხადებული განაჩენით, კობზევს 5,5 წლით, ლიპცერს 5 და სერგუნინს 3,5 წლით პატიმრობა მიესაჯა და გათავისუფლების შემდეგ სამი წლით აეკრძალათ საადვოკატო საქმიანობა.

ადვოკატები გაასამართლეს კოლონიიდან ნავალნის წერილების გამოტანისთვის. ეს წერილები შემდეგ სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა და საფუძვლად დაედო პოლიტიკოსის მემუარებს „პატრიოტი“, რომელიც 26 ენაზე 36 ქვეყანაში გამოიცა.

პეტუშკის სასამართლო დაეთანხმა პროკურატურას, რომ ადვოკატებიც ჩართული იყვნენ „ექსტრემისტულ“ გაერთიანებაში, რადგან მათი დახმარებით ალექსეი ნავალნი განაგრძობდა „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულებას. მანამდე რუსეთის მთავრობამ „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“.

რუსეთის ხელისუფლებამ ადვოკატების სასამართლო პროცესი პეტუშკიში ჩაატარა, იმ საბაბით, რომ ალექსეი ნავალნი 2022-2023 წლებში სასჯელს იხდიდა სწორედ ამ რაიონში მდებარე კოლონიაში. დაცვის მხარე უშედეგოდ ითხოვდა, რომ სასამართლო პროცესი მოსკოვში ყოფილიყო.

კობზევის, ლიპცერის და სერგუნინის ადვოკატები აცხადებენ, რომ განაჩენი აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ალექსეი ნავალნის ადვოკატები მას მხოლოდ იურიდიულ მომსახურებას უწევდნენ. დაცვის მხარის თანახმად, ნავალნის ადვოკატების საქმეში არაერთი სერიოზული პროცესუალური დარღვევაა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ალექსეი ნავალნის თანამოაზრემ, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორმა ივან ჟდანოვმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ადვოკატებს განაჩენი გამოუტანეს ნავალნის რუსეთში დაბრუნების და დაკავების დღეს, 17 იანვარს.


„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი, პუტინის მწვავე კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, 47 წლის ალექსეი ნავალნი, თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალის ოლქის კოლონიაში.
2024 წლის 16 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რეანიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა. ოფიციალური სამედიცინო დასკვნით, გარდაცვალება გამოწვეული იყო „ბუნებრივი მიზეზებით".


ნავალნი თავს მიიჩნევდა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრად. მას ასეთად მიიჩნევდნენ უფლებადამცველები და დასავლეთის სახელმწიფოები.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Медведев проигрывает Лёнеру Тину и завершает выступления на турнире ATP






Суд наложил арест на имущество и 45 млн блогера Лерчек, которая находится под следствием

На федеральной трассе М-2 «Крым» в Орловской области открылась новая АЗС

Ушаков: контактов Москвы с командой Трампа пока не было

В Москве создадут производство дорожных знаков по офсету