Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025

თეირანში უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს და კიდევ ერთი დაიჭრა

0
ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა თეირანში სასამართლოს შენობის გარეთ მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ირანული სამსახური, რადიო ფარდა, იუწყება. დაშავებულია კიდევ ერთი მოსამართლე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა, სანამ მას დააკავებდნენ. ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნევს.


მსროლელი, წინასწარი მონაცემებით, არ იყო სასამართლოს ვიზიტორი და უზენაეს სასამართლოში არანაირი საქმე არ ჰქონია.



მოკლული მოსამართლეები არიან მუჰამედ მოგიზე და ალი რაზინი. საინფორმაციო სააგენტო "ირნას" ცნობით ისინი სპეციალიზებულნი არიან ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ჯაშუშობასთან და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიებაზე.


როგორც "ფარდა" აღნიშნავს, მოგისე ბევრი პოლიტპატიმრის საქმეს აწარმოებდა და მას ირანში ადამიანის უფლებათა დარღვევასთან ჰქონდა კავშირი, რის გამო მოსამართლე აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. რაზნი კი 1998 წელს გადაურჩა ტერორისტული თავდასხმას. იმხანად იგი თეირანის მთავარი მოსამართლე იყო, მის ავტომობილში ბომბი აღმოჩნდა ჩადებული.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Янник Синнер

Хавбек "Пари НН" Калинский: Синнер - адекватный парень, одобряю выбор сестры






Подвижек в организации контакта Путина и Трампа нет – МИД РФ

Названа стоимость ОСАГО и КАСКО для российских и китайских автомобилей

«112»: Строители оборудовали для себя квартиру в подвале московского ЖК

Дело "Фонбет": Оказалось, что при передаче взятки Анохин нанял минимум троих посредников