Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

„თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის ტყვეებს“, - გორში, სამხარეო პოლიციასთან აქცია გაიმართა

0
„თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის ტყვეებს, მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით საპროტესტო აქცია გაიმართა გორში, სამხარეო პოლიციის შენობის წინ, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


აქციაზე მივიდა ელენე კროტენკო-კასრაძე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული, ვეფხვია კასრაძის მეუღლე. ამ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა, ვეფხია კასრაძის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. 




„რამდენიმე დღის წინ ბავშვის დაბადების დღე იყო და ციხეში შეხვედრის უფლება მოგვცეს. ნახა ბავშვმა და მას მერე ბედნიერი დადის. ვეფხო მხნედ არის. იცის, რომ არაფერი დაუშავებია და უსამართლობის მსხვერპლია. ამას არ შეეგუება. მებრძოლი და ოპტიმისტი ადამიანია. რაც არ უნდა დაბრკოლება გველოდებოდეს, მაინც გავიმარჯვებთ“, - თქვა ელენე კროტენკო-კასრაძემ.




ვეფხვია კასრაძე ომის ვეტერანია. ცხოვრობს ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში. ის ცხინვალის თეატრის მსახიობია. სოფელ ერგნეთში გაიზარდა. იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, აქვს ვეტერანის სტატუსი. ომის შემდეგ სახლი საოკუპაციო ხაზთან არ მიუტოვებია, ცოლთან ერთად იქ ხეხილი ჩაყარა, შინაური ცხოველები იყიდა და ფერმერობა დაიწყო.


პარალელურად, პოლიტიკოსი გახდა, „ლელოში“ გაწევრიანდა და 2024 წლის არჩევნებზე პარტიის შიდა ქართლის კოორდინატორი იყო. ვეფხია კასრაძე 4 დეკემბერს დააკავეს, პარალელურად გამომძიებლებმა მისი სახლი გაჩხრიკეს, დალუქეს და წაიღეს ყველა ელექტრონული მოწყობილობა. გამოძიება მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ედავება. კასრაძე ბრალს არ აღიარებს.




28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით 50-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის არიან სტუდენტები, მსახიობები, პოლიტიკური პარტიების წევრები, აქტივისტები. ყველა მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც ცეცხლმოკიდებული ნივთის პარლამენტისთვის სროლა ედებოდა ბრალად, პატიმრობა მამის მეთვალყურეობით შეუცვალეს.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Павлюченкова

Павлюченкова высказалась о победе над Векич на Australian Open — 2025






Транспортировка электротехнического оборудования из Москвы в Архангельскую область

СМИ: самоубийство Яниса Тиммы связали с договорными матчами

Музейный город ВДНХ принял 4 миллиона гостей в 2024 году

Облачность с прояснениями ждет Москву 19 января