Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

დემონსტრანტებს რუსთაველის სხვადასხვა დღეს გადაკეტვას ედავებიან და სასამართლოში რამდენჯერმე იბარებენ

0
პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ევროკავშირის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების მონაწილე, აკაკი ველთაური საქალაქო სასამართლოში სამჯერ დაიბარეს. სამივე შემთხვევაში მას ერთსა და იმავე ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე - თუმცა სხვადასხვა დღეს - გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.


აკაკი ველთაური რადიო თავისუფლებას უყვება, რომ შსს-დან უკვე სამჯერ დაურეკეს. მისი საქმეები საქალაქო სასამართლოში ამ განრიგით განიხილება:



29 იანვარს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი განიხილავს 16 დეკემბერს გზის გადაკეტვის საქმეს.
25 თებერვალს კობა ჩაგუნავასთან დაიბარეს 29 დეკემბრის გზის გადაკეტვის საქმეზე.
6 მარტს საქმე ზვიად ცეკვავას დაეწერა. ამჯერად, 6 იანვარს გზის გადაკეტვაზეა საუბარი.


 


რადიო თავისუფლებამ შეამოწმა იმ დღეების ვიდეოარქივი, როცა დემონსტრანტს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.




ეს ვიდეო 29 დეკემბერსაა გადაღებული, ამ დღეს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. პარლამენტის გარეთ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება იყო. სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლება მოითხოვეს. დააკავეს ექვსი დემონსტრანტი, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.


16 დეკემბერი ის დღეა, როცა თბილისის მერიამ ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიების გარეშე აანთო. ამ დღეს გაიმართა ბებიებისა და ბაბუების მარშიც.




6 იანვარს დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე შობის შესახვედრად შეიკრიბნენ. მოეწყო მსვლელობებიც.




აკაკი ველთაური ამბობს, რომ სამივე დღეს რუსთაველის გამზირზე გზის გადასაკეტად დემონსტრანტების საკმარისი რაოდენობა იყო შეკრებილი და შსს-ს მიზანი არა კანონის აღსრულება, არამედ მოქალაქეების დაშინებაა, რათა უწყვეტი პროტესტი დაზიანდეს ან შეწყდეს.


„დროებით უმუშევარი გახლავართ, ვერანაირი ბერკეტი ვერ ნახეს ჩემს წინააღმდეგ და ეს ცირკი მოიგონეს“, - ამბობს აკაკი ველთაური და იხსენებს 17 იანვრის დღეს, როცა პოლიციამ დემონსტრანტებს სავალი ნაწილის დატოვება მოსთხოვა. ის არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში მეოთხე ჯერზე დაიბარებენ, რადგან პოლიციას არ დაემორჩილა.




„გუშინ წინ იყო მომენტი, რომ რუსთაველზე გზა გადაიკეტა და მე ამის შემდეგ მივედი. მალევე გამოჩნდა პოლიცია, 100-მდე იყვნენ და დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს, არ ხართ საკმარისი ოდენობაო.


პოლიციას ვუთხარი, რომ უსამართლოდ მოქმედებდნენ და ჯარიმის დაწერის უფლება არ ჰქონდათ. ცოტანი ხართო მეუბნებოდნენ - თქვენთვის ცოტა ვართ, ჩვენთვის ბევრნი- მეთქი ვუპასუხე. მაქვს მოლოდინი, რომ მეოთხე დღესაც დამიმატებენ, რადგან პოლიციამ მითხრა, რომ სამხრე კამერა ჩართული ჰქონდა“, - ამბობს დემონსტრანტი,


აკაკი ველთაური ერთადერთი დემონსტრანტი არაა, სასამართლოში გზის, ამ შემთხვევაშიც რუსთაველის გადაკეტვის სამ ეპიზოდზე, დაიბარეს ნადიმ ხმალაძეც. ის უკრაინაში იბრძოდა, საქართველოში ერთი წელია დაბრუნდა და აქციებში აქტიურად მონაწილეობს. მას 2025 წლის 5, 7 და 9 იანვარს ედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას. პროცესები სამ სხვადასხვა მოსამართლესთან თებერვალსა და მარტშია დანიშნული.


„უკრაინიდან რომ დავბრუნდი, საგადასახადომ ქონების დეკლარაციის არასწორად შევსების მოტივით, 15 000 ლარით დამაჯარიმა. ამომიქექეს, ჩემი დასჯა უნდოდათ. ახლაც ალბათ უნდათ დამბლოკონ. ალბათ სასტუმროს დამიყადაღებენ, რადგან ვერ გადავიხდი.


არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა უკანონო გადაკეტვა. ეს ისეთი დღეებია, რომ ხალხი ძალიან ბევრი იყო. თან რადგან ვიცი, გამადიდებლის ქვეშ ვყავარ პოლიციას, მე არ ვიჩენ გადაკეტვის ინიციატივას და ყოველთვის გადაკეტილზე გავდივარ. იქ ალბათ გვარჩევენ. თან ერთი მახსოვს, როცა მკითხა პოლიციელმა ორგანიზატორს მინდა დაველაპარაკოო, გავეხუმრე: ილიაა ორგანიზატორი- მეთქი. ეტყობა „გაუტყდა“ ხუმრობა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნადიმ ხმალაძე.




2025 წლის 5 იანვარიც მარშების დღეა. მოქალაქეები მსვლელობით გაემართნენ პარლამენტისკენ. გზა მორიგ ჯერზე გადაიკეტა. 7-ში შობა იზეიმებს, 9-ში კი რუსთაველის გამზირზე არსებული ვითარება რადიო თავისუფლებამ ფოტოებზე ასახა.




ნადიმ ხმალაძე სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში აქამდეც მოქცეულა. ის გამოკითხეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე ამბოხისა და ტერორიზმის საქმეზე, რომელსაც სუს-ი იძიებს. ამ საქმის ფარგლებში მასიურად გამოკითხეს უკრაინაში მებრძოლი ქართველები.


სუს-ში დაწყებული გამოკითხვების სერია, რომლის მთავარი მონაწილეები უკრაინაში მებრძოლი ქართველები იყვნენ, დიდი ალბათობით, ნაწილია იმ გამოძიებისა, რომელიც ათი თვის წინ, 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო.




რადიო თავისუფლებამ სოციალურ ქსელში იკითხა, კიდევ ვინ დაიბარეს რუსთაველის გადაკეტვის გამო, რამდენჯერმე სასამართლოში. პასუხები გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ სანაპიროსა და ჭავჭავაძის შემდეგ, რუსთაველია ქუჩა, რომლის გადაკეტვის გამოც დემონსტრანტებს გაასამართლებენ.


ზოგს ერთ ეპიზოდს ედავებიან, ზოგს რამდენიმეს, მთავარი მოქმედი ადგილია უცვლელია - რუსთაველის გამზირი, სადაც 53-ე დღეა პროტესტი არ წყდება.


აკაკი ველთაური 28 ნოემბრიდან დღემდე აქციაზე დგას და სახლში წასვლას არ აპირებს. მისი პროტესტი ისევე, როგორც პარლამენტის წინ მდგომი სხვა მოქალაქეების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძის განცხადებამ განაპირობა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან დაახლოების პროცესს აჩერებს.


„როცა გააკეთა იმ უხსენებელმა[ ირაკლი კობახიძე - რ.თ.] განცხადება, რომ ევროკავშირთან ყველანაირ კავშირს ვწყვეტო, ჩემს თვალწინ დაარღია კონსტიტუცია, რომელიც სამოქალაქო ბიბლიაა. კონსტიტუციის 78-ე მუხლში სიტყვა „უწყვეტს“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და როცა შეწყვეტ, შენ თავად არღვევ მთავარ კანონს. აქედან გამომდინარე სახლში გაჩერება არ შეიძლებოდა.


პირდაპირ რუსული ნარატივია, მე ვუყურებ რუსულ არხებსაც, უნდა იცოდე, რას ჰყვება მტერი, აშკარაა, რომ ქართულ ოცნებას ზუსტად გადმოაქვს რუსული მესიჯბოქსი, დიფსთეითზე, უკრაინაზე და ევროკავშირზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აკაკი ველთაური.


ის გეგმავს, რომ სასამართლოს მიმართოს თხოვნით, გააერთიანობს მისი საქმეები და ყველა სამართალდარღვევაზე ცალ-ცალკე გადაწყვეტილება არ გამოიტანოს. ჯარიმების შემთხვევაში ეს გასამმაგებული თანხა იქნებოდა. ამას გარდა, მოუწოდებს ყველას, გავიდნენ რუსთაველზე და არ შეუწყონ ხელი პროტესტის მუხტის შემცირებას.


„იქ, სადაც ერთი ადამიანი მაინც იჩაგრება, დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია - მოუწოდებს სხვებს, რომ გარეთ გამოვიდნენ. სხვანაირად შედეგის მიღწევა ძალიან რთული იქნება. ამასთან, მაქვს მოლოდინი, რომ გარე ზეწოლაც გაძლიერდება და საბოლოოდ, ფარდას ახდიან საქართველოში მყოფ „ვენესუელას მთავრობას“, - ამბობს დემონსტრანტი.


თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოველ დღე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამხილველი სხდომების რიგია.


დემონსტრანტების გასამართლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ზუსტი რიცხვი უცნობია, საქალაქო სასამართლოში 500-ზე მეტის სხდომა უკვე გაიმართა.




მოსამართლეებმა დაკავებულების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა სამართალდამრღვევად მიიჩნიეს და მას ან ჯარიმა დააკისრეს ან რამდენიმედღიან პატიმრობაში გაუშვეს. ორი შემთხვევის შესახებ გახდა მედიისთვის ცნობილი, როცა მოსამართლემ დაკავებული დემონსტრანტი სრულად გაამართლა და სამართალწარმოება შეწყვიტა.


დაკავებულების ადვოკატების თქმით, მოსამართლეები გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებს დაუსაბუთებლად, მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებისა და ვიდეოკადრების სადფუძველზე იღებენ.


დემონსტრანტების თქმით, ისინი ცრუ მოწმე პოლიციელები არიან და მათი დაკავების ოპერაციაში არ მონაწილეობდნენ, ვიდეოკადრები კი სრულ სურათს ვერ ასახავს.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Мирра Андреева проиграла Соболенко в 1/8 финала Australian Open






Запрет деструктивной информации: что может войти в перечни «хороших» и «плохих» понятий

Бронированный поезд Ким Чен Ира проезжает под МКАДом, 2001 год, Москва

Будет жарко? Народные приметы: о лете можно судить по погоде на Крещение

Бразильский вингер "Ботафого" Луис Энрике завершает переход в петербургский "Зенит"