Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025

ნატო და ევროკავშირი კონტინგენტებს ზრდიან კოსოვოში, არჩევნების წინ

0
ნატო და ევროკავშირი თავიანთ რესურსებს ზრდიან კოსოვოში, 9 თებერვალს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ.


დასავლეთის სამხედრო ალიანსი აცხადებს, რომ დამატებით 200 იტალიელ ჯარისკაცს გზავნის, ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი KFOR-ის სამშვიდობო მისიის გასაძლიერებლად - რომელიც კოსოვოში 1999 წლიდან მუშაობს და ამჟამად 4000 სამხედროს ითვლის, უწინდელი 50 000-იანი კონტინგენტისგან განსხვავებით.


ევროკავშირი აცხადებს, რომ უკვე ჩამოყალიბდა არჩევნებზე დამკვირვებელი მისია, რომელიც საპარლამენტო კენჭისყრას გაუწევს მეთვალყურეობას.


ევროპის პარლამენტის წევრი საფრანგეთიდან, ნატალი ლუასო - რომელიც მისიის ხელმძღვანელად დასახელდა - ამბობს, რომ არჩევნებზე გაიგზავნება 100 დამკვირვებელი, რაც ხაზს უსვამს "ევროკავშირის მხრიდან კოსოვოს უწყვეტ მხარდაჭერას, დემოკრატიული მმართველობის კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით". 


არჩევნებს ბევრი აღიქვამს გამოცდად პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის და მისი მმართველი პარტიის ძალისთვის, იმ ფონზე, როცა კოსოვოში დაძაბულობა მაღალი რჩება ეთნიკურ სერბთა უმცირესობასთან და მეზობელი სერბეთის მთავრობასთან.


კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა - ათწლეულის შემდეგ ომიდან ეთნიკური ალბანელების და სერბების ძალებს შორის, რომელიც დასრულდა ნატოს 78-დღიანი საჰაერო კამპანიით. სერბთა ძალები განდევნილ იქნა და ადგილზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალები განთავსდნენ.


კონფლიქტს 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად კოსოვოელი ეთნიკური ალბანელები.


კოსოვოს რამდენიმე რეგიონში ეთნიკური სერბები წარმოადგენენ უმრავლესობას, დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ალბანელია.


სერბეთს არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა. ბოლო წლებში ეთნიკურ დაძაბულობას კოსოვოში რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Пэм Шрайвер

Трофеи чемпионки Олимпийских игр по теннису Шрайвер вернулись к ней после кражи






Синоптики спрогнозировали облачность и до +5 градусов в Москве 1 февраля

Whiskas и Pedigree исчезнут из РФ? Производитель прокомментировал ситуацию

Министр здравоохранения Забелин познакомился с работой Королевской больницы

ТОП-20 необычных глэмпингов, где можно остановиться зимой