Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025

შეფერხების შემდეგ, ღაზაში ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

0
19 იანვარს, თითქმის სამსაათიანი დაგვიანების შემდეგ ღაზის სექტორში ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის - რითიც შეჩერდა 15 თვის განმავლობაში მიმდინარე ომი, რომელმაც მოიტანა დიდი მსხვერპლი, ნგრევა და ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებები.


სააგენტო როიტერსი ადგილობრივი მოსახლეების და ერთი მედიკოსის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმების ამოქმედებამდე ნახევარი საათით ადრე აღარ ისმოდა ბრძოლის ან სამხედრო თავდასხმების ხმა.


მანამდე, როცა შეთანხმება უკვე უნდა ამოქმედებულიყო - კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 11 საათამდე - ისრაელის საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს კიდევ 13 პალესტინელი ემსხვერპლა.


შეთანხმების ამოქმედების გაჭიანურებაში ისრაელმა ჰამასს დასდო ბრალი - რადგან აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ამ ორგანიზაციამ დროულად ვერ წარმოადგინა იმ პირველი სამი მძევლის სახელები, რომლებიც, შეთანხმების პირობებით, მან უნდა გაათავისუფლოს.


ჰამასმა გაჭიანურება ტექნიკური მიზეზებით ახსნა, დაკონკრეტების გარეშე.


დაწესებული ვადიდან ორი საათის გასვლის შემდეგ ჰამასმა გამოაცხადა, რომ სია გაგზავნა - რაც შემდეგ ისრაელის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ჰამასის თანახმად, კვირას, 19 იანვარს ის გაათავისუფლებს სამ მძევალს - რომი გონენს, დორონ შტეინბრეხერს და ემილი დამარის.


ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ღაზაში ომის დასრულებას. ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰამასმა - რომელიც ამ პატარა ზომის სანაპირო ტერიტორიას აკონტროლებს - 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მიიტანა იერიში. ისრაელის მონაცემებით, ამ დღეს დახოცეს 1200 ადამიანი და დაატყვევეს 250-ზე მეტი პირი.


მას მერე, პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის ძალებმა ღაზაში იმსხვერპლეს 47 000-მდე პალესტინელი.


ომმა ასევე გაამწვავა კონფრონტაცია ისრაელსა და მის მეტოქე სახელმწიფოს, ირანს შორის - რომელიც მხარს უჭერს ჰამასს და რეგიონში მოქმედ, ისრაელისა და აშშ-ის მოწინააღმდეგე სხვა გასამხედროებულ დაჯგუფებებს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Монпелье (ATP). 2-й круг. Рублев сыграет с Юбэнксом, Бублик – с Кепфером, Оже-Альяссим – с Казо






Адвокат Юркин арестован по делу экс-гендиректора «Фонбет» Анохина до 29 марта

Музыкант из Таганрога Рома Зверь в трейлере приключенческого драмеди

Пермяк засудил начальницу, которая названивала ему по ночам, мешая зачать ребенка

Московский зоопарк: китайцы подарили вязаных мишек и самолетик семье панд