Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025

საჯარო სამსახურების დატოვების შესახებ დაწერეს არჩილ ჯაველიძემ და რევაზ კაკულიამ

0
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი, არჩილ ჯაველიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ 9 წლის შემდეგ საჯარო სამსახურს ტოვებს.


„როგორი რთულიც არ უნდა იყოს დღეს სხვანაირად აღარ წარმომიდგენია", - დაწერა მან.




არჩილ ჯაველიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და საჯარო სამსახურებში დაწყებული რეორგანიზაცია არ შეხებია. ამ ეტაპზე მეტი განმარტების გავრცელება არ სურს.


თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ კაკულიამ. ტექსტი, სადაც ის სამინისტროდან წამოსვლის შესახებ წერს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერია.


„მადლობა საქართველო პატივისთვის, მემსახურა 12 წელი შენი ევროპული გზისთვის. ყველა შენი თაობის ისტორიული, ზნეობრივი, ორგანულ-ცივილიზაციური და აწ უკვე, კონსტიტუციური მისიისა და არჩევანის აღსრულებისთვის.


თავისუფალ და განვითარებულ ერთა ყველაზე მძლავრ კავშირში, შენი მაქსიმალურად სწრაფი და სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. სიცოცხლის, წინსვლის, ღირებულებებისა და კეთილდღეობის სივრცეში, შენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისთვის.


ღმერთია მოწმე, ბევრი რამ შევძელით, ამ გზაზე ბევრი ღირსეული ადამიანიც გავიცანი, გემსახურე კეთილსინდისიერად და დაუღალავად. ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშზე, მომავალზე და გამოწვევებზეც მოგვიანებით.


მისია, არ ამოწურულა. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო – ვემსახურები საქართველოს“, – დაწერა კაკულიამ სოციალურ ქსელში.




საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებების პარალელურად, რიგი მოხელეებისაა თანამდებობას თავისი სურვილით და პროტესტის ნიშნად ტოვებს. ყველა მათგანი ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერია.


საჯარო მოხელეებმა სისტემაში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ხმამაღლა მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ქართულმა ოცნებამ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი შეცვალა.




ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი საჯარო მოხელეა გათავისუფლებული სამსახურიდან. მათ ნაწილს ამის შესახებ ჯერ საჯაროდ არ უსაუბრია და არც რომელიმე ორგანიზაციისთვის მიუმართავს სამართლებრივი დახმარებისთვის.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Курникова

Анна Курникова оказалась в инвалидной коляске. Секс-символа тенниса просто не узнать






В Феодосии введен в эксплуатацию новый жилой комплекс “Утесов”

В Подмосковье суд вынес приговор военным за хищение с оборонного предприятия

Что можно отметить в этот день

В центре Москвы произошел пожар в многоквартирном доме