Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025

რუსეთის შეტევების ფონზე ზელენსკი კიდევ ერთხელ გამოდის Patriot-ის სისტემების მიწოდების თხოვნით

0

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბოლო კვირაში მისი ქვეყანა გახდა რუსეთის 1000-ზე მეტი ჭურვის სამიზნე. უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოდის საჰაერო თავდაცვის დამატებითი იარაღის, განსაკუთრებით აშშ-ის წარმოების Patriot-ის სისტემის მიწოდების თხოვნით.

"ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის არმიამ გამოიყენა 550-მდე თავდამსხმელი დრონი, სხვადასხვა ტიპის 60-მდე რაკეტა და 660-ზე მეტი საჰაერო ბომბი", - წერს ზელენსკი ტელეგრამით.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს და საჰაერო დაცვის დანაყოფებს "ინფრასტრუქტურაზე მიტანილი ყოველდღიური შეტევებისგან" ქვეყნის დაცვისა და იარაღის უმეტესობისთვის "სამიზნეების მიღწევის" აღკვეთისთვის.

თუმცა, ზელენსკის თქმით, უკრაინის ცის დაცვის გაძლიერება მუდმივ ამოცანად რჩება. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის მეტი იარაღის მიწოდება ნიშნავს სიცოცხლის დაცვას, უფრო დიდი რადიუსის ქონა ნიშნავს მეტ გარანტიას, "რომ რუსეთის ომი შესაძლოა გაჩერდეს".

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზელენსკი სულ უფრო აქტიურად გამოდის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის მიწოდების მოწოდებებით - იმ ფონზე, როცა რუსეთის ძალები განაგრძობენ შეტევებს ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე.

გავრცელებული ვარაუდით, უკრაინას აქვს, სულ მცირე, ხუთი Patriot-ის სისტემა, თუმცა ამ საკითხზე დეტალები საიდუმლოდ რჩება.

Patriot-ის ტიპის სისტემის დამზადება 1 მილიარდ დოლარზე მეტი ჯდება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Андрей Рублёв сыграет на грунтовом турнире ATP-500 в Барселоне






Вернется "настоящая зима": главный синоптик России Роман Вильфанд сделал новый прогноз на февраль

Приход администрации Трампа в США может стать началом нового глобального передела

Bloomberg: израильское шпионское ПО пыталось взломать 90 человек в WhatsApp

Власти хотят забрать часть незаконно приватизированных земель в Рузе