"მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები - კობახიძე ტრამპზე
"გულრწფელად ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავებას. მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები. წარმატებებს გისურვებთ ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე", - წერს ის პლატფორმა X-ზე.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში გაიმართა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არ მიიწვიეს. ეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში 9 იანვარს დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას.
ინაუგურაციას დაესწრო მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.