ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას აშშ-ის გადაწყვეტილებების მიუხედავად - ფონ დერ ლაიენი
"უკრაინას თითქმის 130 მილიარდი ევროთი უკვე დავუჭირეთ მხარი. და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ყოველგვარი ეჭვის გარეშე. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა დამოუკიდებელ ქვეყნად დარჩეს და სწორედ უკრაინა იღებს გადაწყვეტილებებს თავისი ტერიტორიის შესახებ", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მისი ეს განცხადება შეერთებულ შტატებში ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის დაბრუნების ფონზე მოხდა. ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს საერთაშორისო დახმარების შემცირების გადაწყვეტილების თაობაზე გამოაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიო შევიდა "სასტიკი გეოსტრატეგიული კონკურენციის ახალ ეპოქაში", სადაც წამყვანი ეკონომიკა კონკურენციას უწევს ნედლეულის, ახალი ტექნოლოგიებისა და გლობალური სავაჭრო გზების ხელმისაწვდომობას – ხელოვნური ინტელექტიდან სუფთა ტექნოლოგიებამდე, კვანტური კომპიუტერიდან -კოსმოსამდე.
ახალ პირობებთან ადაპტაციის მიზნით, ევროკომისია მომავალ კვირას წარადგენს" კონკურენტუნარიანობის საგზაო რუკას", რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის მუშაობას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.