Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025

თურქეთში გლოვის დღეა სამთო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო

0

76-მდე გაიზარდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიას სასტუმრო Grand Kartal-ში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 21 იანვრის საღამოს მდგომარეობით დადასტურებული იყო 66-ის სიკვდილი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 76 გარდაცვლილიდან 52 უკვე იდენტიფიცირებულია.

12-სართულიანი სასტუმროს ხის შენობაში ხანძარი 21 იანვარს, გამთენიისას გაჩნდა. სასტუმროში 238 ადამიანი იმყოფებოდა.

თურქეთის მედიასაშუალებების ცნობით, ცეცხლს ათ საათზე მეტხანს აქრობდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.

თურქეთში პოპულარული კურორტი კარტალკაია სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს.

ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმის გამოძიებას ექვსი პროკურორი ხელმძღვანელობს. დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი. ჯერჯერობით უცნობია, რაში სდებენ მათ ბრალს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 22 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Янник Синнер

Хавбек "Пари НН" Калинский: Синнер - адекватный парень, одобряю выбор сестры






Смертельное ДТП на Можайском шоссе: пассажир такси погиб в результате аварии

В Екатеринбурге загорелось административное здание

Девять детей отравились в отеле на юго-востоке Москвы

Названа самая высокооплачиваемая профессия в России