Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
25
26
27
28
29
30
31

კიევში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთის ორ სტრატეგიულ ობიექტზე

0

რუსეთის რიაზანის და ბრიანსკის ოლქებში მდებარე ორ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. ამის შესახებ დღეს, 24 იანვარს, ტელეგრამით იუწყება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ლეიტენანტი ანდრიი კოვალენკო.

მისი ინფორმაციით, რიაზანში დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც საწვავით რუსულ არმიასაც ამარაგებს, ხოლო ბრიანსკის ოლქში - ქარხანა „კრემნიიზე“, რომელიც მიკროელექტრონულ დეტალებს აწარმოებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის „პანცირი“, რაკეტებისთვის „ისკანდერი“ და უპილოტო საფრენი აპარატებისთვის.

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო 2024 წელსაც.

ანდრიი კოვალენკო ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ორივე ქარხანა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თუმცა არ ახსენებს, რომ დრონები უკრაინული იყო.

მაგალითად, ბრიანსკის ოლქში მდებარე ქარხნის შემთხვევაში კოვალენკო აღნიშნავს, რომ ეს ამ საწარმოზე „უცნობი დრონების“, სულ მცირე, მესამე შეტევაა.

რუსული ტელეგრამ-არხებით გამთენიისას გავრცელდა პირველი ცნობები, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად რიაზანის ოლქში ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და თბოელექტროსადგურის ტერიტორიებზე. რუსეთის ამ რეგიონის ხელისუფლებამ დაადასტურა ხანძარი „ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე“.

24 იანვარს, დღის 12 საათისთვის, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა" ბრიანსკის კომპანია „გრუპპა კრემნიი ელ-ის" პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ექვსი უკრაინული დრონით შეტევის შედეგად დაზიანებულია მიკროელექტრონიკის ქარხნის საწარმოო შენობების ნაწილი და მზა პროდუქციის საწყობი. ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

დრონებით შეტევა იყო რუსეთის ათზე მეტ რეგიონსა და დედაქალაქ მოსკოვზე. დილით თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 121 უკრაინული დრონი. მათგან 37 ბრიანსკის ოლქში და 20 - რიაზანში.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის საცავებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Андрей Рублёв сохранит место в топ-10 рейтинга ATP после вылета Шелтона в полуфинале АО






Телефонные мошенники начали массово "разводить" студентов: Схема классическая, счёт "безопасный"

Самая крупная школьная кузница кадров для МВД и ФСБ на Урале отметила 5-летие

Матч Московской хоккейной лиги состоится 25 января в Щербинке

Безвозмездная субсидия на строительство дома: как в 2025 году получить деньги от государства?