ლევან იოსელიანი: პერსონალური ინფორმაცია არ გამივრცელებია, აჟიოტაჟი ხელოვნურად ატეხეს
"თითქოს ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერვიუ, წამების მსხვერპლთა თავშესაფრის ლოკაციის ფარულობის შესაძლო დარღვევის გამო, ციფრული პლატფორმებიდან წაშალა.