Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა მორიგი შეტევისთვის 104 დრონი გამოიყენა

0
27 იანვარს, რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის რეგიონებზე მორიგი იერიში მიიტანეს.


დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ქალაქ დნეპრში დაზიანებულია სამი მრავალსართულიანი სახლი, ხოლო სამარსკის რაიონში - სამი კერძო სახლი.


ადმინისტრაციის ცნობითვე, საოკუპაციო ძალებმა ნიკოპოლის რაიონს სარაკეტო-სისტემა „გრადით“ დაარტყეს, რასაც ნგრევა მოჰყვა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებს. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.


რუსული დრონებით შეტევის შედეგად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანების შესახებ იუწყება ივანო-ფრანკოვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია. კონკრეტულ ობიექტებს არც ის ასახელებს. წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის.




უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 27 იანვარს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 104 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 57 ჩამოაგდეს, 39 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე".


საჰაერო ძალების ცნობით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ინფრასტრუქტურის ობიექტები და სახლები დაზიანდა დნეპროპეტროვსკის, ივანო-ფრანკოვსკის, სუმის და კიევის ოლქებში.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Симона Халеп

Халеп объявила о завершении карьеры






6-я статья "Конституции СССР" развалила и разрушила СССР?

Синоптик рассказал о неприятном изменении погоды в феврале

Российские холостяки чаще всего ездят в путешествия по городам РФ и в горы

Мария Багреева: объем закупок столицы у малого бизнеса вырос в 1,5 раза за год