აქტივისტი ვახო ფიცხელაური აცხადებს, რომ გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ
აქტივისტი ვახო ფიცხელაური აცხადებს, რომ მას გორში თავს დაესხნენ, გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი მეუღლის თქმით, აქტივისტი მაღაზიაში მიდიოდა, როდესაც ის სამმა ნიღბიანმა უცნობმა გაიტაცა, სცემა და გაძარცვა.
„დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინც ხარო და უნდა მოგკლათო. გამძარცვეს, ყველაფერი წამართვეს: ტელეფონი, გასაღები, საფულე“, - უთხრა ვახო ფიცხელაურმა „მთავარს“.
აქტივისტი და მისი მეუღლე გატაცებას ვახო ფიცხელაურის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.