Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025

ევროკავშირი ნახევარი წლით ახანგრძლივებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

0
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 27 იანვარს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მოილაპარაკეს, რომ კიდევ ექვსი თვით გაგრძელდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება. სანქციებს ვადა 31 იანვარს ეწურებოდა. ამ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი.


იუწყებიან, რომ უნგრეთმა მოხსნა თავისი პრეტენზიები, სანქციების გახანგრძლივების თაობაზე. მოელიან, რომ ბუდაპეშტის დაკმაყოფილების მიზნით ევროკავშირის წარმომადგენლები დაამტკიცებენ განცხადებას ბლოკის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ამ განცხადებაში ევროკავშირი უკრაინას მოსთხოვს გარანტიას, რომ ის არ შეწყვეტს ნავთობის ტრანზიტს რუსეთიდან ევროკავშირში. კიევის გადაწყვეტილებას, რუსეთის გაზის ტრანზიტი 1 იანვრიდან შეეწყვიტა, მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან. უნგრეთი მანამდე კიევისგან ითხოვდა ტრანზიტის განახლებას და, ასევე, მილსადენ "თურქეთის ნაკადის" უსაფრთხოების გარანტიებს.


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო სოციალური ქსელებით წერს, რომ ევროკავშირმა უნგრეთს მისცა ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია, ქვეყნისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების კუთხით. სიიარტო დეტალებს არ აკონკრეტებს.




მოქმედი წესებით, ევროკავშირი სანქციების ვადას ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახანგრძლივებს, და საამისოდ საჭიროა ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. აქამდე უნგრეთი ბლოკავდა იმ სანქციათა გახანგრძლივებას, რომლებსაც ვადა იანვრის ბოლოს ეწურებოდა და გამოდიოდა წინადადებით ევროკავშირი დალოდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ამოქმედებას. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ - რომელიც 20 იანვარს გაიმართა - ბუდაპეშტი აცხადებდა, რომ ავტომატურად არ დათანხმდებოდა სანქციების გახანგრძლივებას, და გადაწყვეტილებას მიიღებდა მხოლოდ ევროკავშირის წიაღში გამართული დისკუსიის შემდეგ.


ბუდაპეშტის პოზიცია კრიტიკას იწვევდა ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებდა, რომ სანქციებისთვის ვეტოს დადებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი თავს გამოავლენდა "[რუსეთის პრეზიდენტის], ვლადიმირ პუტინის გუნდის წევრად".




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

WTA официально приняла решение по Рыбакиной






Надвижку пролета моста через Оку на трассе М-2 Крым в Подмосковье завершили

["Осторожно! Двери закрываются!"] Станция "Дедолларизация"! Трамп просчитался насчет "неотразимости" валюты США: расставание с долларом как главной резервной валютой неизбежно. Насильно мил не будешь

В Новогиреево работает клуб многодетных семей

Стоимость «квадрата» в нижегородских новостройках увеличилась на 12%