ხარკოვში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია რუსული დრონებით შეტევამ
თავდასხმა 28 იანვარს, შუაღამის შემდეგ განხორციელდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით დაარტყეს ხარკოვის ნოვობავარის რაიონში მდებარე სამოქალაქო საწარმოს, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. მისი ლოკალიზება მეხანძრეებმა ადგილობრივი დროით ღამის სამი საათისთვის შეძლეს.
დილის ექვსი საათის მონაცემებით, ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართული იყო 80-ზე მეტი მაშველი და 20 ერთეული ტექნიკა.
უკრაინული მედიის ცნობით, ობიექტი, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა სავარაუდოდ, ხის გადამამუშავებელი საწარმოა. ცეცხლი მოედო გაზსადენსაც.