Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
31

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეათანხმეს სირიისთვის სანქციების შემსუბუქების გეგმა

0
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეათანხმეს სირიისთვის სანქციების შემსუბუქების გეგმა. სანქციები 2012 წელს იყო შემოღებული.


"ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს წუთია შეათანხმეს საგზაო რუკა, სირიასთან მიმართებით ევროკავშირის სანქციების შემსუბუქებაზე" - დაწერა ბლოკის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კაია კალასმა პლატფორმაზე X.


გადაწყვეტილება შეიძლება გადაისინჯოს, თუკი სირიის ახალი ხელისუფლება "არასწორ ნაბიჯებს" გადადგამს - დასძენს კალასი. 


მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ გეგმა ითვალისწინებს შეზღუდვების მოხსნას ავიაკომპანიებისთვის, მათ შორის Syrian Arab Airlines-სთვის და ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გადასინჯვას. 


სირიაში ხელისუფლების ცვლილების გამო შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის ინიციატივით გამოდიოდნენ გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, დანია და ფინეთი. 


სანქციათა შემსუბუქების გადაწყვეტილება უკავშირდება სირიაში ხელისუფლების ცვლილებას, თუმცა ყოფილი პრეზიდენტისთვის, ბაშარ ასადისთვის და მისი მომხრეებისთვის დაწესებული სანქციები ძალაში რჩება. საკითხს, უნდა ამოიღონ თუ არა სირიის ხელისუფლებაში ფაქტობრივად მოსული ჯგუფი, "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი" ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან, გადაწყვეტს გაეროს უშიშროების საბჭო. 


ევროკავშირი სირიას 2012 წლიდან უწესებდა ეკონომიკურ სანქციებს, რომლებიც ძირითადად მიემართებოდა სახელისუფლო და სამხედრო სტრუქტურებს. სანქციები მოიცავდა ემბარგოს ნავთობზე, შეზღუდვებს ინვესტიციებზე, ევროპაში სირიის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას და იმ ტიპის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას, რომლებიც შეიძლებოდა რეპრესიებისთვის გამოეყენებინათ. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Курникова

Анна Курникова оказалась в инвалидной коляске. Секс-символа тенниса просто не узнать






Минтранс попросил суд ограничить права иностранных структур на Шереметьево

Самолёт 'Победы' успешно вылетел в Москву после задержки в Астрахани

Названа причина экстренной посадки самолета в Астрахани

Жительнице Нижнего Тагила назначили принудительные работы по статье о «реабилитации нацизма» за то, что она прикурила от Вечного огня